BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

მკაცრად ვგმობ ალექსანდრე ლუკაშენკოს „ვიზიტს" რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონში – ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერის" ანგარშზე გამოქვეყნებულ განცხადებაში გმობს ბელარუსის პრეზიდენტის ალიაქსანდრ ლუკაშენკას ჩასვლას რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში.
 
„მკაცრად ვგმობ ალექსანდრე ლუკაშენკოს „ვიზიტს" რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონში - აფხაზეთში და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმთან შეხვედრებს. ეს ნაბიჯი არღვევს საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს”, - წერს პრემიერ-მინისტრი.
235