BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება 120 დღით გახანგრძლივდა

შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება 120 დღით გახანგრძლივდა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ გაერო-ზე დაყრდნობით ავრცელებს. ე.წ. მარცვლეულის შეთანხმების ვადა 19 ნოემბერს იწურებოდა.
 
„მივესალმები ყველა მხარის შეთანხმებას, გააგრძელონ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა მარცვლეულის, საკვები პროდუქტების, სასუქების ექსპორტისას საზღვაო მიმოსვლის უსაფრთხოების ხელშეწყობისთვის“, – ნათქვამია გაერო-ს გენერალური მდივნის ანტონიუ გუტიერეშის განცხადებაში.
 
გუტიერეშის განცხადებით, გაერო სრულად ემხრობა რუსეთიდან სურსათისა და სასუქის ექსპორტისთვის დარჩენილი დაბრკოლებების აღმოფხვრას.
 
კიევმა და მოსკოვმა შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას გაერო-ს და თურქეთის შუამავლობით 22 ივლისს მოაწერეს ხელი.
312