BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„თელასი“ მოსახლეობას მიმართავს

„თელასი“ მოსახლეობას მიმართავს თხოვნით, კომპანიის ობიექტებზე უსაფრთხოების ტექნიკის ნორმების დარღვევის შესახებ ინფორმაცია კომპანიას დაუყოვნებლივ აცნობონ. აღნიშნულის შესახებ "თელასი" განცხადებას ავრცელებს.
 
„საჰაერო ხაზის გაწყვეტილი ან ჩამოკიდებული სადენის; გაშიშვლებული კაბელის; სატრანსფორმატორო ქვესადგურების, ძალოვანი კარადების და ელექტრომრიცხველების ღია კარების აღმოჩენის შემთხვევაში, სს „თელასი“ სთხოვს მოსახლეობას მიაწოდონ ეს ინფორმაცია კომპანიას ოპერატიული რეაგირებისთვის.
 
მომხმარებლებს შეუძლიათ მოგვაწოდონ ინფორმაცია ან ფოტომასალა: „თელასის“ ვებგვერდის ონლაინ ჩატის (წწწ.ტელასი.გე) და Fაცებოოკ-გვერდის პირადი შეტყობინების (ს.ს თელასი - ოფიციალური გვერდი) საშუალებით; ელექტრონული ფოსტით ტელასი@ტელასი.გე ან დარეკონ კომპანიის ქოლ-ცენტრში (2 77-99-99)“, - ნათქვამია "თელასის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
146