BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

მსახიობი თამარ სხირტლაძე გარდაიცვალა

93 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი თამარ სხირტლაძე. ამის შესახებ მარჯანიშვილის თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
 
თამარ სხირტლაძე 1929 წლის 2 მაისს ლაგოდეხში დაიბადა. 1949 დაამთავრა თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრთან არსებული დრამატული სტუდია. შემდგომში კი, გახდა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი.
 
თამარ სხირტლაძეს მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ სპექტაკლებსა და ფილმებში, როგორებიცაა: „კაცია-ადამიანი?!“, „მოძღვარი“, „მეფე ლირი“, „ადამიანთა სევდა“, „ფესვები“, „ლუკას სახარება“ და „ნუცას სკოლა“.
 
2010 წელს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის წინ საზეიმოდ გაიხსნა თამარ სხირტლაძის ვარსკვლავი. 2019 წელს მას მიენიჭა „წლის პერსონის“ წოდება ჯაზ-მომღერალ გიული ჩოხელთან ერთად. ასევე დაჯილდოებულია საქართველოს თეატრალური საზოგადოებისგან „ლიზა ჩერქეზიშვილის სახელობის ჯილდოთი“.
140