BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ირაკლი როსტომაშვილი: „სწორი კანონმდებლობა მისასალმებელია, მაგრამ პრობლემა ხდება კვალიფიციური კადრების სიმცირე“

„მშენებლობის კოდექსის ამოქმედება ძალიან კარგია, თუმცა კვალიფიციური კადრები, რომლებმაც პროცესის მონიტორინგი უნდა განახორციელონ, ძალიან მცირეა თბილისში, რეგიონებში კი თითქმის არ არსებობს“, – ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტოს Business Time-ს „მენაშენეთა ასოცოაციის“ პრეზიდენტმა ირაკლი როსტომაშვილმა განუცხადა.

„მშენებლობებზე და დაპროექტებაზე რეგულაციების შემოღება კარგია, თუმცა  ამის გაკეთება უფრო ადრეც შეიძლებოდა.  რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა დაუდევრობას და უსაფრთხოების ნორმების იგნორორებას. ცივილიზებული სამყარო აღარ დაობს იმაზე, რომ შრომის უსაფრთხოება, პროექტირების სტანდარტები, მშენებლობაზე მონიტორინგი საზოგადოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. შესაბამისად, მისასალმებელია, რომ აღნიშნული რეგულაციის შემოღება“, – ამბობს Business Time - თან საუბრისას „მენასენეთა ასოცოაციის“ პრეზიდენტი ირაკლი როსტომაშვილი.

ირაკლი როსტომაშვილი ეჭვობს, რომ მისი განხორციელებისას წარმოიშვება რიგი პრობლემები, რადგან კვალიფიციური კადრები, რომლებმაც პროცესის მონიტორინგი უნდა განახორციელონ, ძალიან მცირეა.

„უნდა გაძლიერდეს განათლების მიმართულება ამ საკითხში. პროფესიონალი კადრები არ არსებობს. სამშენებლო სამუშაოების ექსპერტიზა კვალიფიციურმა, ავტორიტეტულმა ფირმამ ან პირმა უნდა ჩაატაროს. მე ასეთი თითზე ჩამოსათვლელი მეგულება თბილისში. რეგიონებში კი ამ მხრივ საგანგაშო ვითარებაა. ასე რომ, ერთია სწორი კანონმდებლობა და ამას მივესალმები, მაგრამ მეორეა მისი ეფექტურად განხორციელებაა, რაც ძალიან რთულია და აუარებელ სამუშაოს მოითხოვს“, – ამბობს ირაკლი როსტომაშვილი.

ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით, მშენებლობის კოდექსის ფარგლებში შემოდის სიახლე, რომლის მიხედვითაც, სამშენებლო მოედანზე, მშენებლობის პროცესში სავალდებულო ხდება ტექნიკური ზედამხედველობა, რომელიც მესამე პირმა უნდა განახორციელოს. ამისთვის ცალკე კომპანიები შეიქმნება, რომლებიც ზედამხედველობას გაუწევენ შენობა-ნაგებობების მშენებლობის პროცესს.

კოდექსში ნათქვამია, რომ სამშენებლო მოედანზე აუციელებელია იმყოფებოდეს, როგორც უსაფრთხოების ოფიცერი, ასევე ტექნიკური ზედამხედველი, რომელიც მშენებლობის ხარისხს გააკონტროლებს. აქამდე მსგავსი რეგულაციის დაწესება სამშენებლო კომპანიების კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული. ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის, დავით გიგინეიშვილის თქმით, მართალია ამით დამატებითი რეგულაცია შემოდის სამშენებლო სექტორისთვის, მაგრამ მშენებლობის პროცესში უსაფრთხოების მონიტორინგი და მშენებლობის ხარისხის კონტროლი, საბოლოოდ მომხმარებლის უსაფრთხოებაზეა გათვლილი.

ავტორი: ბელა გელაშვილი
ელფოსტა: bela.gelashvili84@gmail.com
6071