BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ზურაბ ლალაზაშვილი: „პარლამენტის გადაწყვეტილება კომპანიებისთვის საფონდო ბირჟაზე გასვლის სტიმული იქნება“

„პარლამენტის გადაწყვეტილება სამართლიანია და საფონდო ბირჟაზე გასვლის ერთგვარ სტიმულს წარმოედგენს“,– ასე შეაფასა BDO-ს  მმართველმა, პარტნიორი და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საბაჟო საგადასახადო კომიტეტის თავმჯდომარემ, ზურაბ ლალაზაშვილმა Business Time-თან საუბარში, პარლამენტის ის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად საგადასახადო კოდექსში ცვლილება შევიდა.

 „ამიერიდან მსოფლიო საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი სუბიექტებისთვის მოგების გადასახადის გაანგარიშებისას ერთობლივი შემოსავლიდან გაწეული ხარჯები გამოიქვითება. პარლამენტის ამ გადაწყვეტილებით, აქციების საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსებისთვის გაწეულ ყველა ხარჯს მიენიჭა ხარჯის კლასიფიკაცია, რითაც შემცირდა დასაბეგრი მოგება. ეს უდავოდ იქნება ერთგვარი სტიმული სხვა ორგანიზაციებისთვისაც, რითაც გაიზრდება კონკურენცია“, – აღნიშნა ზურაბ ლალაზაშვილი.

აღსანიშნავია, რომ დეკემბრის ბოლოს საქართველოს პარლამენტის მიერ საგადასახადო კოდექსში მიღებული ცვლილებები თანახმად, 105-ე მუხლის მე-4 ნაწილს დაემატა „გ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითოს წილობრივი ფასიანი ქაღალდების ან/ და საერთაშორისო დეპოზიტარული ხელწერილების საფონდო ბირჟაზე (მათ შორის, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე) განთავსებასთან და გამოშვებასთან, აგრეთვე ლისტინგის კატეგორიის/რეჟიმის ცვლილებასთან დაკავშირებული დანახარჯები. ამ ცვლილების მოქმედება ვრცელდება 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. აღსანიშნავია, რომ ეს მხოლოდ საფონდო ბირჯაზე მყოფ სუბიექტებს ეხება და დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ასეთი სულ სამი მოთამაშეა – „საქართველოს ბანკი“, სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“ და „თიბისი ბანკი“.

5071