BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

იანვარში ტურისტების რიცხვი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,4% გაიზარდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გვარცელებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის იანვრის თვის მონაცემებით საქართველოს 323 159 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,4 %-ით მეტია.

უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვი, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 4,3%-ით, ანუ წინა წლის იანვართან შედარებით 116 369 ვიზიტით გაიზარდა.
2016 წლის იანვარში ქვეყანას ყველაზე მეტი ვიზიტორი აზერბაიჯანიდან (+16%), თურქეთიდან (-5,6%), სომხეთიდან (-12,4%), რუსეთიდან (+10,2%) და უკრაინიდან (+8,6%) ეწვია.

ევროკავშირის ქვეყნებიდან დაფიქსირდა +11%-იანი ზრდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან განსაკუთრებული ზრდის ტემპებით გამოირჩეოდნენ: საფრანგეთი +29%, იტალია +26%, დიდი ბრიტანეთი +16%, პოლონეთი +15% და გერმანია 14%. სხვა ქვეყნებიდან განსაკუთრებული ზრდის ტემპით გამოირჩეოდა: ომანი +887%, არაბთა გაერთიანებული საემიროები +706%, ფილიპინები +482%. ინდოეთი +307% და საუდის არაბეთი +181%.

აღსანიშნავია 2015 წელი წარმატებულად დასრულდა, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა უპრეცედენტოდ რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა, რომელთა რაოდენობამ 5 მილიონ 900 ათასს მიაღწია, რაც 7% ზრდას გულისხმობს.

 

4852