BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

იანვარში ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა ხილისა და ყურძნის პროდუქტებზე

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 0,9% შეადგინა.

მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2,6%-ი მატება, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,80 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა ხილისა და ყურძნის (19,0%), ბოსტნეულისა და ბაღჩეულის (12,7%) და რძის, ყველისა და კვერცხის (2,8%) ქვეჯგუფებზე; ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფზე ფასები გაიზარდა 1,3%–ით, შესაბამისად ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,14 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (3,6%); ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1,2%-ი კლება, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,14 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში ფასები შემცირდა საწვავ-საპოხ მასალებზე (-2,5%).

5023