BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“: „საფონდო ბირჟაზე გასვლის ერთჯერადი ხარჯების ჩამოწერა დადებითი სიგნალია კომპანიებისთვის“

„პარლამენტის გადაწყვეტილება საფონდო ბირჟაზე გასვლის ერთჯერადი ხარჯების ჩამოიწერის შესახებ, ერთგვარი სტიმული იქნება  სხვა კომპანიებისთვისაც, რომ გავიდნენ საფონდო ბირჟაზე“, – განაცხადა „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა გიორგი ნიორაძე საინფორმაციო სააგენო „Business Time”-Tan საუბრისას.

„მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ საუბარია იმ ერთჯერადი ხარჯების გამოქვითვაზე, რომელსაც კომპანიები საფონდო ბირჟაზე გასვლისთვის იღებენ. სანამ კომპანია საფონდო ბირჟაზე გადის, მას უწევს არაერთი მაღალბიუჯეტიანი აქტივობის განხორციელება, ეს იქნება უცხოელ ბანკირებთან, ექსპერტებთან და იურისტებთან  შეხვედრები, თუ სხვა. ამით იზრდება არა მხოლოდ რომელიმე კომპანიის, არამედ მთლიანად ქვეყნის ცნობადობა. მის პოტენციალს მსოფლიოს მხვილი სავაჭრო ორგანიზაციები და ბისნესმენები სწავლობენ“, – განაცხადა ნიორაძემ.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ინიციატივითა და პარლამენტის გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა საგადასახადო კოდექსში, რომლის თანახმადაც, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითოს წილობრივი ფასიანი ქაღალდების ან/ და საერთაშორისო დეპოზიტარული ხელწერილების საფონდო ბირჟაზე (მათ შორის, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე) განთავსებასთან და გამოშვებასთან, აგრეთვე ლისტინგის კატეგორიის/რეჟიმის ცვლილებასთან დაკავშირებული დანახარჯები. ეს მხოლოდ საფონდო ბირჯაზე მყოფ სუბიექტებს ეხება და დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ასეთი სულ სამი მოთამაშეა  – „საქართველოს ბანკი“, „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ და „თიბისი ბანკი“.

ავტორი: ბელა გელაშვილი
ელფოსტა: bela.gelashvili84@gmail.com
6573