BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ამერიკულმა კომპანიამ საქართველოში 5 ტრლნ კუბური მეტრი გაზის მარაგი აღმოაჩინა

ამერიკულმა კომპანიამ Frontera Resources საქართველოში 5 ტრილიონი კუბური მეტრი გაზის მარაგი აღმოაჩინა.

„საქართველოს დაახლოები ხუთი წელი დასჭირდება იმისათვის, რომ გაზის ექსპორტი დაიწყოს. საქართველოდან გაზი ექსპორტზე თურქეთში და აღმოსავლეთ ევროპაში გავა“, – ამის შესახებ Frontera Resources–ის პრეზიდენტმა სტივ ნიკანდროსმა განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ Frontera Resources საქართველოშო 1990-წლიდან ოპერირებს. გასულ წლის შემოდგომაზე, Frontera Resources განაცხადა, რომ გაზის რესურსები საქართველო შეიძლება იყოს 3.8 ტრილიონი კუბური მეტრი, თუმცა ეს პროგნოზი კომპანიამ გაზარდა.

5060