BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

დავით ნარმანია: „შარშანდელის მსგავსად, ჩვენ წელსაც საკმაოდ მასშტაბურ გამწვანებით ღონისძიებებს ვგეგმავთ“

დავით ნარმანიამ დედაქალაქის მერიაში დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე დავალება მისცა მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურს, საგაზაფხულო რგვების ფარგლებში, დაგეგმილი გამწვანებითი ღონისძიებების შესახებ უახლოეს დღეებში დეტალური ინფორმაციის მომზადებისა და საზოგადოებისთვის წარდგენის შესახებ.

„მინდა გითხრათ, რომ შარშანდელის მსგავსად, ჩვენ წელსაც საკმაოდ მასშტაბურ გამწვანებით ღონისძიებებს ვგეგმავთ. უკვე შერჩეულია ტერიტორიები, სადაც დავრგავთ მოცულობითი რაოდენობის ნერგებს, ერთ-ერთი ასეთი გახლავთ მახათას მთის მიმდებარე ტერიტორიაზე 15 ჰა მიწის ნაკვეთი, ასევე, ოქროყანის მიმდებარედ არსებული ტერიტორია, სადაც მოიჭრა გამხმარი და დაავადებული ხეები და ახლა დაიწყება ტყის აღდგენითი ღონისძიებები. დაირგვება როგორც წიწვოვანი, ასევე ფოთლოვანი ხეები. რაც შეეხება ქალაქის ცენტრალურ ნაწილს, მნიშვნელოვანია, რომ მაგისტრალების გასწვრივ, სკვერებსა და პარკებში დაირგვება ტანმაღალი ხეები“, - განაცხადა ნარმანიამ.

4681