BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„ნატახტარი“ მთავრობას ლუდის აქციზის გადასახადის განსაზღვრას ლიტრაჟობის ნაცვლად, ალკოჰოლის შემცველობის მიხედვით სთხოვს

1 მარტს ერთი წელი სრულდება მას შემდეგ, რაც ლუდის აქციზი 50%-ით გაიზარდა. ამან ლუდის მეწარმეების უკმაყოფილება გამოიწვია. ამ საკითხზე „Business Time“ კომპანია „ნატახტარის“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორს, ნიკოლოზ ხუნძუკაშვილს ესაუბრა. მისი თქმით, აუცილებელია ლუდის აქციზის ფასი გადაიხედოს.

„აქციზის გადასახადი ევროკავშირის ხელშეკრულებასთან უნდა მოვიდეს ჰარმონიაში, რაც გულისხმობს ლუდის აქციზის განსაზღვლარ შემადგენლობის მიხედვით და არა ლიტრაჟით. ჩვენი შეთავაზება არის, რომ ერთ გრადუსზე განისაზღვროს 10 თეთრი, რაც იმას ნიშნავს, რომ სტადრატულ ლუდზე აქციზი გახდება 50 თეთრი, ნაცვლად 60 თეთრისა, ხოლო  მაღალალკოჰოლურ ლუდზე უფრო გაიზრდება“, - განაცხადა  ხუნძუკაშვილი.

იგი „Business Time“-თან საუბრისას დღევანდელ ეკონომიკურ ვითარებას არასახარბიელოს უწოდებს. მისი ინფორმაციით, 2015 წლის 1 მარტიდან 1 იანვრამდე, რეალიზაცია შემცირდა დაახლოებით 17%-ით 2014 წლის ანალოგიურ პეროდთან შედარებით. თუმცა, წლის ჭრილში, 2014-სა და 2015 წელს რომ ვადარებთ, ეს არის მინუს 15%. მისი თქმით ,აქციზთან ერთად, რეალიზაციაზე იმოქმედა  ლარის დევალვაციამაც, მყიდველუნარიანობის დავარდნამ და ზოგადად, ეკონომიკურმა ფონმა. ხუნძუკაშვილი ინდუსტრიის სტიმულირებას  აქციზზე არასწორად მიღებული გადაწვეტილების გადახედვით მოითთხოვს.

 „ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს წამახალისებელი ფუნქცია და არა სადამსჯელო. ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე კი კონკრეტული წინადადება გავაჟღერეთ: იმ შემთხვევაში თუ 2016 წელს შემცირებული აქციზის პირობებში ბიუჯეტი უფრო ნაკლებს მიიღებს, ვიდრე 2015 წელს, ჩვენ მზად ვართ ამ შესაძლო განსხვავების ღირებულების ნებისმიერი ბიზნეს და/ან სოციალური პოროექტის დაფინანსების ვალდებულება ავიღოთ. იმედს გამოვთქვამ, რომ აქციზის გადასახადი გადაიხედება და შესაბამისად პრემიერ-მინისტრის მიერ გაცხადებული ბიზნესის მხარდაჭერის სტრატეგია უკვე პრაქტიკაში განხორციელდება ლუდის ინდუსტრიის მაგალითზე“, - ამბობს ხუნძაკიშვილმა

4984