BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ტოშიო კაიტანი: „იმერეთის რეგიონში სამ მნიშნელოვან პროექტს ვახორციელებთ“

გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების პროექტების” თანახმად იმერეთის რეგიონი თანამედროვე იაპონური სამედიცინო ტექნიკით აღიჭურვება, რაც იაპონიის მთავრობას 90 ათას დოლარი დაუჯდება, ლაგოდეხის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის კი 86 ათასი დოლარს გაიღებს, ადიგენის სამ სოფელს კი ახალი წყალმომარაგების სისტემით უზრუნველყოფს,რისთვისაც 86 ათასი დილარი დაიხარჯება.

იაპონიის ელჩი „Business Times“–თან საუბარში იმედს გამოთქვამს, რომ ამგვარი პროექტები ხელს შეუწყობს საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებას.

„დარწმუნებული ვარ ამგვარი პროექტები ხელს შეუწყობს ჯანმრთელი ცხოვრების სტილის დამკვიდრებასა და განათლების დონის ამაღლებას, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას“, - ამბობს აიპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი.

მისი თქმით, დღემდე  სულ 145 პროექტია განხორციელებული, რაშიც იაპონიამ 14 მილიონი  ლარი ჩადო.

„Business Time“ ამ საკითხზე სამცხე ჯავახეთის გუბერნატორს, აკაკი მაჩუტიძეს ესაუბრა. მისი განმარტებით იაპონიის საელჩოსა და ადიგენის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ადიგენის სამ სოფელს წლების მანძილზე არსებული წყლის პრობლემები აღმოიფხვრება.

„შეიქმნება ახალი თანამედროვე სტილის წყლის სიტემის დაქსელვა,რაც წყლის მიწოდებას უწყვეტ რეჟიმში შეძლებს.ჩვენმა მუნიციპალიტეტმა ამისთვის 15 ათასი ლარი გაიღო,იაპონიის მხარემ კი 86 ათასი დოლარი. ჩვენ, ჩვენის მხრივ ვიღებთ ვალდებულებას საგრანტო შეთანხმება შეუფერხებლად და ხარისხობრივად შესრულდეს,რაც ნდობას დაამყარებს ჩვენს შემდგომ ურთიერთობაში“, - განუცხადა „Business Time“  აკაკი მაჩუტიძემ.

 

 

4885