BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ხადური: „მოვამზადეთ კანონპროექტი, რომელიც 1 იანვრამდე არსებული საგადასახადო შეღავათების გაგრძელებას ითვალისწინებს“

„მოვამზადეთ კანონპროექტი, რომელიც 1 იანვრამდე არსებული საგადასახადო შეღავათების გაგრძელებას ითვალისწინებს“, - ამის შესახებ, ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მოვამზადეთ გარკვეული კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც 1 იანვრამდე ჰქონდათ საგადასახადო შეღავათები და ეს უპირველესად შეეხებათ მეშახტეებს, შეუნარჩუნდებათ ეს შეღავათები და ამ შეღავათების მოქმედება გაგრძელდება. ჩვენ უკვე გვქონდა კონსულტაცია პარლამენტთან და უახლოეს პერიოდში იქნება ეს კანონპროექტი ინიცირებული", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

4887