BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

მაღაროელებს არსებული საგადასახადო შეღავათები შეუნარჩუნდებათ

„მაღაროელებს მიმდინარე წლის 1-ელ იანვრამდე არსებული საგადასახადო შეღავათები შეუნარჩუნდებათ - შესაბამისი კანონპროექტი მომზადებულია და პარლამენტში განსახილველად უახლოესმომავალში შევა“, – ამის შესახებ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ მოვამზადეთ გარკვეული კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც მიმდინარე წლის 1-ელ იანვრამდე ჰქონდათ საგადასახადო შეღავათები, უპირველესყოვლისა, ეს შეეხება მაღაროელებს, შეღავათები შეუნარჩუნდებათ. ამ შეღავათების მოქმედება გაგრძელდება. ჩვენ ამის თაობაზე გვაქვს კონსულტაციები საქართველოს პარლამენტთან და აღნიშნულიკანონპროექტი უახლოეს მომავალში იქნება ინიცირებული“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის განმარტებით, ტყიბულის მაღაროში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები არის შრომითი დავა. მანვე იმედი გამოთქვა, რომ სამინისტროს მხრიდან მოლაპარაკებების და მედიაციის გზით, შესაძლებელი გახდება საკითხის დარეგულირება.

„ტყიბულის მაღაროში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ცალსახად არის შრომითი დავა. ეს არ არის კავშირში რაიმე სხვა პროცესებთან. ჯანდაცვის სამინისტრო პირველი დღეებიდან არისჩართული ამ შრომით დავაში. ეს კანონით მონიჭებული მოვალეობაა. ჩვენი მიმდინარე ანალიზით, მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკება მარტივად არ მიმდინარეობს, ის მაინც რჩება შრომითიდავის ფარგლებში. მე ვფიქრობ, უახლოესი დღეები გვაჩვენებს პროგრესს, როდესაც მოლაპარაკების და ჩვენის მხრიდან მედიაციის გზით შესაძლებელი იქნება ყველა საკვანძო საკითხისდარეგულირება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

4889