BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

იანვარში, კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 0.7% გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, იანვარში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 0.2 მლრდ ლარით, ანუ 0.7 პროცენტით გაიზარდა და 25.3 მლრდ ლარი შეადგინა. თუმცა, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ეს მაჩვენებელი 1.2 პროცენტით შემცირდა.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 3.5 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.9 პროცენტია.

2016 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 17-საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 1-უცხოური ბანკის ფილიალით.

4920