BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

საექსპერტო-კრიმინალისტიკური ცენტრი გაიხსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში საექსპერტო-კრიმინალისტიკური ცენტრი გაიხსნა.
 
უმთავრესი მიღწევა ახალი ბიოლოგიური ექსპერტიზის სამსახურის შექმნაა, რომელიც ამ დრომდე არ არსებობდა და შეუძლებელი იყო ადგილზე გენეტიკური კვლევების ჩატარება, რაც ხშირ შემთხვევაში დროში მნიშვნელოვნად აფერხებდა კომპლექსურ კვლევებს და სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებებს.
 
შენობაში განთავსებულია 20 სხვადასხვა მიმართულების ექსპერტიზის ლაბორატორია, ბალისტიკური ტირი, სპეციალური საცავები და სამუშაო სივრცეები. მოეწყო სამუზეუმო-საგამოფენო სივრცე და რეკრეაციული ზონა.
 
მკვეთრად გაუმჯობესდა სამუშაო გარემო-პირობები თანამშრომელთათვის.
 
1733