BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

დღეს, წლის შემაჯამებელი სტარტაპ ღონისძიება გაიმართება

დღეს, წლის შემაჯამებელი სტარტაპ ღონისძიება გაიმართება. ღონისძიება Startup Grind Tbilisi-ის ორგანიზებითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით იმართება. შეხვედრა 2019 წლის განმავლობაში სტარტაპების განვითარებისთვის განხორციელებული პროგრამებისა და აქტივობების მიმოხილვას დაეთმობა. 
 
დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ქართული სტარტაპები, რომლებმაც 2019 წელს მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია მოიზიდეს. აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ ინოვაციების და ტექნოლოგოების სააგენტოს 650 000-ლარიანი საგრანტო პროგრამის მე-2 რაუნდში გამარჯვებული კომპანიები Pulsar AI; influence Georgia; Biochimpharm და Pixelart.
 
ღონისძიება, დღეს 19:00 საათზე, თბილისში, სასტუმრო „რუმსში“ გაიმართება.
 
1741