BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ახალი პროგრამის IT Hub-ის პრეზენტაცია გაიმართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ EPAM-თან და Strategeast-თან ერთად ახალი პროგრამა IT Hub დაიწყო, რომლის მიზანია მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა, კვალიფიციური კადრების რაოდენობის ზრდა, ტექნოლოგიური მეწარმეობის შესაძლებლობების გაძლიერება და ინტელექტუალური რესურსის ექსპორტი.
 
საქართველოს აქვს ხელსაყრელი საკანონმდებლო სისტემა ინოვაციების, სტარტაპებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების პოპულარიზაციისთვის. აღსანიშნავია, რომ ფორმალური განათლების გარდა საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს პროფესიული განათლების განვითარებასა და სამუშაო ძალის უნარების გაძლიერებას, რაც კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებასაც გამოიწვევს.
 
მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს, როგორც ფიზიკური, ასევე დისტანციური ტრენინგების გამართვას თბილისისა და რეგიონების ტექნოპარკებში.
1488