BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„ჯინო ჰოლდინგი“ კორონავირუსის წინააღმდეგ

სლოვაკურ-ქართულმა კომპანია „ჯინო ჰოლდინგმა“ COVID -19-თან საბრძოლველად 200 000 ლარი გამოყო. ჰოლდინგი ამიერკავკასიაში ყველაზე დიდ აკვაპარკს, აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მრავალფეროვან სპა და ველნეს ცენტრს, ველნეს-სასტუმროებს მცხეთასა და რაბათში და რამდენიმე დეველოპერულ პროექტს აერთიანებს.
 
Pia.ge „ჯინო ჰოლდინგის“ აღმასრულებელ დირექტორს რუსუდან ჯიქიას დაუკავშირდა. მისი თქმით 200 000 ლარი ასე გადანაწილდა: 150 000 StopCov ფონდში ჩაირიცხა, ხოლო 50 000 ჯინო ჰოლდინგის თანამშრომლებს ერგოთ.
 
„ჩვენი კომპანიის დამფუძნებელი ეროვნებით ქართველი, სლოვაკეთის მოქალაქე და სლოვაკეთის საპატიო კონსული საქართველოში ნოდარ გიორგაძეა. ბატონი ნოდარის გადაწყვეტილებით ეს სოლიდური თანხა ორ ნაწილად გაიყო და კორონა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლას მოხმარდება“, - განაცხადა რუსუდან ჯიქიამ.
 
მისივე თქმით, ამ რთულ ვითარებაში ინვესტორის გადაწყვეტილება არა მხოლოდ გულისხმიერი საქციელი იყო, არამედ მხნეობის და სიმტკიცის შემძენი თითოეული თანამშრომლისთვის. მიუხედავად იმისა, რომ დღეს „ჯინო ჰოლდინგი“ ვერ ფუნქციონირებს, კომპანიამ შეინარჩუნა ყველა თანამშრომელი და დამატებით დახმარების სახით ფინანსები გამოყო.
 
„ბიზნესმა უნდა მოახერხოს და მოერგოს ახალ რეალობას, ბაზარზე სტაგნაციის პერიოდის აქტიურ გამოყენებას ვაპირებთ. ამ წუთებშიც, უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით ჩვენთან ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. მენეჯმენტი აქტიურად ემზადება გახსნისთვის - არცერთი საინვესტიციო პროექტი არ გაუქმებულა, ვმუშაობთ მომსახურების სტანდარტების გაუმჯობესებაზე. „ჯინო ჰოლდინგის“ ერთ-ერთი მთავარი ღირებულება მზრუნველობაა. სწორედ მზრუნველობის ცალსახა მტკიცებაა ინვესტორის აქტიური ჩართულობა კორონას წინააღმდეგ ბრძოლაში და მთლიანად გუნდი ამ პრინციპზე დაყრდნობით აგრძელებს მუშაობას დისტანციურ რეჟიმში თავისთავად ცხადია. ამ დისტანციის ფონზე, როცა ერთმანეთს მხოლოდ ციფრულ სამყაროში ვეკონტაქტებით - ერთიანობა, როგორც არასდროს, ისეა მნიშვნელოვანი და ამ ერთიანობას სიმტკიცით, მხნეობით და ახალი გამოწვევებისთვის მზაობით თუ გამოვხატავთ“, – აცხადებს რუსუდან ჯიქია.
 
შეკითხვაზე, სურს თუ არა რამე მოუწოდოს „ჯინო ჰოლდინგი“ მომხმარებლებს დღეს, ამ ვითარებაში რუსუდან ჯიქია გვპასუხობს: „ჩვენ ვემზადებით თქვენთან შესახვედრად, მანამდე კი თქვენ დარჩით სახლში“.
 
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსი წინააღმდეგ საბრძლოველად უამრავმა კომპანიამ სოლიდური თანხები გამოყო. ეს კომპანიებია:
 
თიბისი ბანკი- 5,000,000₾
MagtiCom – მაგთიკომი – 3,000,000 ₾
Silknet – სილქნეტი – 1,000,000 ₾
ORBI GROUP – 1,000,000 ₾
სათამაშო ბიზნესი(6) – 1,000,000 ₾
მაჟორიტარი დეპუტატი კახაბერ ოქრიაშვილი 300,000₾
მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე -100,000₾
ანაგი დეველოპმენტი • Anagi Development – 300,000 ₾
Dirsi / დირსი – 200,000 ₾
Tegeta Motors – თეგეტა მოტორსი – 200,000 ₾
Basisbank – ბაზისბანკი – 100,000 ₾
Hualing Group – 100,000 ₾
Philip Morris Georgia – 100,000 ₾
m2 – 100,000 ₾
Rustavi Azot რუსთავის აზოტი – 100,000 ₾
Askaneli Brothers · ასკანელი ძმები – 100,000 ₾
მამუკა ხაზარაძე (ლელო) -100,000₾
ფეხბურთის ფედერაცია -100,000₾
“ყვარლის სარდაფი” -100,000₾
თამ მენეჯმენტი (ვაჟა თორდია) – 75,000 ₾
მაგნიტი • Magniti – 50,000 ₾
Sarajishvili – 50,000 ₾
არქი – Archi – 50,000 ₾
Gulf გალფი – 45,000₾
მაღაზიათა ქსელი “ზღაპარი” - 30.000₾
ქოვორქინგი Terminal • ტერმინალი - 30 000₾
ავიაკომპანია Airline Geo Sky -20,000₾
1300