BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

საქართველო პირველად უმასპინძლებს მასშტაბურ სტარტაპ შეჯიბრს - „Startup World Cup“-ის რეგიონალურ ღონისძიებას

30 ივლისს,  Startup Connect ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან და თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერთან“ ერთად, საქართველოში პირველად უმასპინძლებს მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური სტარტაპ  შეჯიბრის  - “Startup World Cup”-ის რეგიონალურ ღონისძიებას  - „Black Sea and Beyond Regional Competition”.  
 
როგორც WWW.BUSINESSTIME.GE-ის "ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოდან აცნობეს, Startup World Cup მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური შეჯიბრია სტარტაპებისთვის, რომლის საპრიზო ფონდი 1.000.000$ შეადგენს. ფინალისთვის შესარჩევი შეჯიბრი მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში იმართება. საქართველო შავი ზღვის შემოგარენში 10-მდე ქვეყანას გააერთიანებს და რეგიონის გამარჯვებულს გამოავლენს, რომელიც ფინალზე კალიფორნიაში გაემგზავრება და იბრძოლებს მთავარი პრიზისთვის. 
 
 
639