BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

8 ინფიცირებული, 5 გამოჯანმრთელებული - კორონავირუსის სტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1145 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ხუთი პაციენტი - სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 927-ს შეადგენს.
 
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
 
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა.
 
კარანტინის რეჟიმში 6459 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –353.
298