BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ეკატერინე ტიკარაძე: „სკოლებსა და ბაღებთან დაკავშირებით სწავლის დაწყების თარიღის შეცვლა არ იგეგმება“

სკოლებსა და ბაღებთან დაკავშირებით სწავლის დაწყების თარიღის შეცვლა არ იგეგმება. - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. 
 
მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის სწავლა სავარაუდოდ განახლდება მაშინ, როგორც ეს დაგეგმილია.
 
„მნიშვნელოვანია, რომ განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროსთან. ეს ყველაფერი იქნება დაკვირვების ფაზაში. იმის მიხედვით თუ როგორ განვითარდება ეპიდსიტუაცია, ჩვენ ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორი ვითარებით და როგორი სისტემით განახლდება სკოლებსა და ბაღებში სწავლა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
460