BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

დღეს, ProductTank Tbilisi-ის შეხვედრა ბოტანიკურ ბაღში გაიმართება

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო და თბილისი სტარტაპ ბიურო წარმოგიდგენთ ProductTank Tbilisi - ის შეხვედრას თბილისის ბოტანიკურ ბაღში, ღია სივრცეში, 2020 წლის 31 ივლისს, 20:00 საათზე.
 
ProductTank ყოველთვიური შეხვედრების სერიაა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სფეროს წარმატებული წარმომადგენლები საკუთარ პროფესიულ გამოცდილებას საზოგადოებას უზიარებენ.
 
ProductTank Tbilisi - ის ოფლაინ შეხვედრის მომხსენებლები არიან: 
 
• მარიამ კოპაძე, Silknet - სილქნეტი-ის კომერციული დირექტორის მოადგილე,
ისაუბრებს ახალ პროდუქტებსა და Silknet-ის სხვა სიახლეებზე.
• თეა ტურაშვილი, Silknet - სილქნეტი-ის ციფრული პროდუქტების ხელმძღვანელი, მოგვიყვება მათი ახალი ციფრული პროდუქტის  ინტერნეტ მშობლის შესახებ, რომელიც იცავს ბავშვებს ინტერნეტ საფრთხეებისგან. 
• გიორგი ჩუგოშვილი, Phubber App-ის თანადამფუძნებელი, სასაუბრო თემა -  „დღევანდელი კვერცხი თუ ხვალინდელი ქათამი”
• ლადი გაბუნია, Echolize-ის თანადამფუძნებელი, ოპერაციული ხელმძღვანელი და პროდუქტის მენეჯერი, ისაუბრებს ინფლუენს მარკეტინგის პლატფორმაზე Echolizeდა Product Market Fit-ის შესახებ.
 
პროგრამა:
 
19:00 - იოგის სესია ARYA YOGA-სგან
20:00 – ნეთვორქინგი
20:30 - ProductTank მოხსენებები
21:30 - ავთერფართი, მუსიკა 303 hz„
 
შეხვედრის სამუშაო ენაა ქართული. ProductTank-ზე დასწრება ყოველთვის უფასოა, თუმცა უსაფრთოხების რეგულაციების გათვალისწინებით, მხოლოდ ასი დამსწრეს მასპინძლობაა შესაძლებელი.
599