BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ბარათაშვილის ხიდზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისის მერია, დედაქალაქის მასშტაბით, ხიდებისმოვლა-პატრონობას  სისტემატიურად ახორციელებს. წლიური ხელშეკრულების მიხედვით, კონტრაქტორი კომპანია თბილისში არსებული ხიდებისა და გზაგამტარების შემოწმებას, მათი მდგომარეობის შესწავლას და დაზიანების შემთხვევაში აღდგენას ახდენს. 
 
აღნიშნული კონტრაქტის ფარგლებში,  ბარათაშვილის ხიდზე სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია იწყება. 
 
დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით, პირველი აგვისტოდან 16 აგვისტოს ჩათვლით,  ბარათაშვილის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. 
 
215