BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

სიხარულით ვამბობ, რომ ქუჩაში უკვე გამოჩნდნენ უცხოელი ტურისტები - ნათია თურნავა

სიხარულით ვამბობ, რომ ქუჩაში უკვე გამოჩნდნენ უცხოელი ტურისტები, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
 
მისი მტკიცებით, საქართველოში ჩამოფრენილი ავიარეისების მგზავრების ¾-ს საქართველოს დათვალიერების მსურველი ტურისტები შეადგენენ.
 
„აგვისტოში ნაწილობრივ გავხსენით რეგულარული ფრენები. დაფრინავს „ლუფთჰანზა“ მიუნხენის მიმართულებით. "ეარ ფრანსის" პირველი რეისი 9 აგვისტოს ჩამოფრინდება პარიზიდან, ხოლო ჩამოფრინდება პირველი რეისი რიგიდან, რომელსაც „ეარ ბალტიკი“ შეასრულებს. ფრენებს ასრულებს „აირზენა“ და დაგეგმილია ჩარტერები.
 
ვახორციელებთ ასევე მოლაპარაკებებს სხვა ავიაკომპანიებთან, როგორც აგვისტოს, ისე სექტემბრის პერიოდში, თუმცა ყველაფერი განხორციელდება ეპიდემილოგიური ვითარების გათვალისწინებით. მე, როგორც ეკონომიკის მინისტრი სიხარულით ვამბობ, რომ ქუჩაში გამოჩნდნენ ტურისტები. ჩამოფრენილ მგზავრებში ¾ არიან ტურისტები, ანუ საერთაშორისო ვიზიტორები. აქედან გამომდინარე, ქუჩაში უკვე შეგვიძლია მონატრებული ტურისტები დავინახოთ. ჩვენი მოქალაქეებიც მოფრინავენ, მაგრამ საქართველოს დათვალიერების მსურველებიც არიან“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
 
766