BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

7 ინფიცირებული, 7 გამოჯანმრთელებული - კორონავირუსის სტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1213-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 7-ით გაიზარდა და 994-ს შეადგენს.
 
კარანტინის რეჟიმში 6680 მოქალაქე იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 333.
 
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
 
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
311