BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა , 2 -კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა , 2- კი გამოჯანმრთელდა, ამის შესახებ მედიასთან განცხადება თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ გააკეთა.

 
"დაგვემატა 3 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა მხოლოდ 2-ით გაიზარდა და გახდა 996. ამ მონაცემებით, დღევანდელ დღეს კოვიდცენტრებში მკურნალობს 241 კოვიდდადასტურებული პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა არის 82%."- განაცხადა ეზუგბაიამ.
 
 მისივე თქმით, სამივე ახალი შემთხვევა არის იმპორტირებული ანუ შემოტანილი შემთხვევები და აქედან 2 სატვირთო მანქანის მძღოლია. ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში სულ 7166 მოქალაქე იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 282. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. 
 
 შეგახსენებთ , რომ კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.             
327