BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„Air France“-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა

ფრანგულმა ავიაკომპანია „Air France“-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა.  როგორც „ტავ ჯორჯიაში“ აცხადებენ, პარიზიდან თბილისში 178 მგზავრი ჩამოფრინდა. ავიაკომპანია რეისებს კვირაში ორჯერ განახორციელებს. 
 
"„ეარბას“ A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდები ფრენებს შემდეგი განრიგით შეასრულებენ: პარიზი (შარლ დე გოლის აეროპორტი) – თბილისის მიმართულებით ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს; თბილისი – პარიზის (შარლ დე გოლის აეროპორტი) მიმართულებით ყოველ ხუთშაბათსა და კვირას."-აცხადებენ კომპანიაში. 
 
შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია „Air France“-მა ფრენები საქართველოს მიმართულებით პანდემით გამოწვეული შეზღუდვების დროს შეწყვიტა .  
333