BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 4 - კი გამოჯანმრთელდა - კორონავირუსის სტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 4 - კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ StopCoV.ge -ზეა განთავსებული.
 
მათივე ცნობით, ინფიცირებულთა რაოდენობა 1225-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულების რიცხვი კი 1000-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს 41 მოქალაქეა გადმოყვანილი. კარანტინის რეჟიმში 7068 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 250. 
 
 შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. 
347