BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

“25 ახალი ინფიცირებულიდან 1 პაციენტის წყარო დადგენილი არ არის “ - მარინა ეზუგბაია

თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კოვიდცენტრებში დღევანდელი მონაცემებით, 261 პაციენტი მკურნალობს.

“25 დადასტურებული შემთხვევიდან 1 - გაჩიანის წყაროდან გახლავთ, 16 - უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, 1 - სამედიცინო პერსონალი, 5 - შემოტანილი ანუ იმპორტირებული შემთხვევაა, 1 პაციენტი კი აფხაზეთიდან გადმოყვანილი გახლავთ . მხოლოდ, 1 პაციენტზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა , კონტაქტების გამოვლენისა და წყაროს დადგენის თვალსაზრისით," - განაცხადა ეზუგბაიამ.  
 
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.        
357