BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„უმოკლეს ვადაში მივიღებთ რეგულაციებს იმისათვის, რომ რისკი არ შეიქმნას და ექიმი პაციენტზე ინფექციის გადამტანი არ გახდეს“ - ჯანდაცვის მინისტრი

მიუხედავად უწყების მხრიდან მოწოდებისა, რომ მედიკოსებს ერთდროულად რამდენიმე ადგილზე არ ემუშავათ, ეს რეგულაცია მაინც ირღვევა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
 
მისივე თქმით, მიმდინარრობს მსჯელობა რეგულაციების შემუშავებაზე, რომელიც უმოკლეს ვადაში გახდება ცნობილი.
 
„ჩვენ გვქონდა არაერთი თხოვნა პირველ დღეებში, შემდეგ არაერთი მიმართვა და მოწოდება. რა თქმა უნდა, ყველა ეს მოწოდება იყო შიდა სამუშაოების ჩატარების ფონზე. მათთვის დეტალურად იყო ახსნილი, თუ რა რისკებს შეიცავდა ყოველივე. გეთანხმებით, რომ ჯერჯერობით კვლავ არსებობენ ისეთი ექიმები, რომლებიც რამდენიმე ადგილზე მუშაობენ და შესაბამისად, უკვე იქმნება საკმაოდ დიდი საფრთხე. სამინისტრო მუშაობს კონკრეტულად დამატებითი რეგულაციების შექმნაზე და ჩვენ უმოკლეს ვადაში მივიღებთ ამ რეგულაციებს იმისათვის, რომ რისკი არ შეიქმნას და ექიმი პაციენტზე ინფექციის გადამტანი არ გახდეს“,-განაცხადა ტიკარაძემ.
399