BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

14 ახალი შემთხვევა, 44 გამოჯანმრთელებული - კორონავირუსის სტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1264 - მდე გაიზარდა. 
 
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 44- ით გაიზარდა და 1054-ს შეადგენს.
 
კარანტინის რეჟიმში 6930 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 263.
 
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
 
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
408