BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ზუგდიდში 47 ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 52 მილიონ ლარამდე დაიხარჯება

ქალაქ ზუგდიდში ადგილობრივი მნიშვნელობის 47 ქუჩების რეაბილიტაცია მიდინარეობს. მათ შორის, რეაბილიტაცია უტარდება ცენტრალურ ქუჩებს, სადაც მოძრაობის ინტენსივობა ყველაზე მაღალია, კერძოდ, რეაბილიტაცია უტარდება სოხუმის, რუსთაველის, აღმაშენებლისა და ლ. ბერიას ქუჩებს. 
 
ამის შესახებ WWW.BUSINESSTIME.GE-ის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.
 
მათივე ცნობით, ზუგდიდის ქუჩების საავტომობილო გზის მონაკვეთები იმდენად ამორტიზებულია, რომ ფაქტობრივად აღარ არსებობს საავტომობილო გზის საფარი. ქუჩებზე გადაადგილება სირთულეებს ქმნის როგორც უნალექო ამინდში დამტვერიანების გამო, ისე ნალექიანი ამინდების დროს, როდესაც მათზე გადაადგილება განსაკუთრებით რთულდება.
 
საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად ზუგდიდში სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და საინიაღვრე სისტემები, გაკეთდება მიერთებები, მოეწყობა ადგილობრივი და ეზოში შესასვლელები, ბორდიურები და ტროტუარები.
 
უწყების ინფორმაციით, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ფარგლებში, ქალაქ ზუგდიდში ჯამში 47 ქუჩაზე მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა. მათ შორის, რებილიტირდება ზუგდიდის ცენტრალური - შოთა რუსთაველის, სოხუმისა და აღმაშენებელის ქუჩები.
 
ზუგდიდის ქუჩების რეაბილიტაციის ეტაპობრივად, წლის ბოლომდე დასრულდება. ქუჩების რეაბილიტაციას 52 მილიონ ლარამდე მოხმარდება.
319