BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

200 ლარიანი დახმარება 391 ათასმა ბავშვმა უკვე მიიღო

18 წლამდე ბავშვების დახმარების პროგრამის ფარგლებში, სადაც სახელმწიფო 18 წლამდე ბავშვებისთვის გასცემს 200 ლარიან კომპენსაციას, 3 სექტემბრის 9 საათის მდგომარეობით 200 ლარიანი დახმარებების პორტალზე 523 913 მშობელი და 870 107 ბავშვი დარეგისტრირდა.
 
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დღეის 9 საათის მდგომარეობით პორტალზე 874 660 ბავშვია რეგისტრირებული. 200 ლარიანი ერთჯერადი დახმარება კი უკვე გადარიცხულია 391 ათასი ბავშვის შესაბამის ანგარიშზე.
 
პრემიერ-მინისტრის დავალებით, კომპენსაციები უნდა გაიცეს მანამდე, სანამ სასწავლო პროცესი დაიწყება.
 
ინფორმაციისთვის, 200 ლარიანი ერთჯერაფი დახმარების მისაღებად რეგისტრაციის პროცესი მიმდინარე წლის 1-ელ დეკემბრამდე გრძელდება. შესაბამისად, ვინც დამატებით, აღნიშნულ პერიოდამდე დაარეგისტრირებს ბავშვის მონაცემებს და კომპენსაციის მიღებას მოითხოვს, 200 ლარი მომდევნო პერიოდის განმავლობაში მასაც ჩაერიცხება.
493