BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

27 ოქტომბერი, 2021 - 13:04

ნათია თურნავამ იაპონურ ენერგოკომპანიასთან TEPCO Renewable Power სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა იაპონიის მსხვილი ენერგეტიკული კომპანიის TEPCO Renewable Power (TEPCO RP) მაღალი რანგის მენეჯმენტის წარმომადგენლებს შეხვდა.

27 ოქტომბერი, 2021 - 12:39

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 10%-ზე დატოვა

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 10%-ზე დატოვა. სებ-ის შეფასებით, არსებული განაკვეთი საკმარისია, რათა 2022 წლის დასაწყისიდან ქვეყანაში ინფლაციის დონე შემცირდეს და ის ეტაპობრივად 3%-იან სამიზნე მაჩვენებელს დაუახლოვდეს. 

27 ოქტომბერი, 2021 - 12:36

„ამბასადორი ბათუმი აილენდ“-მა ბათუმში დაგეგმილი მულტიფუნქციური პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის კვლევა დაიწყო

2021 წლის სექტემბრიდან საქართველოს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდ“-მა დაიწყო ქალაქ ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის მიმდებარედ დაგეგმილი მულტიფუნქციური პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის კვლევის და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადება. 

27 ოქტომბერი, 2021 - 11:30

გაიცანით, ახალი კოვიდ ვირუსის ვარიანტი, რომელიც ვერაგია და საქართველომდეც ჩამოღწეულია - ფხაკაძე

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე კოვიდ-19 ის ახალ ვარიანტზე საუბრობს და განმარტავს, თუ რამდენად საშიში და ვერაგია ვირუსის ეს ვარიანტი.

27 ოქტომბერი, 2021 - 11:16

მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი - თბილისის აეროპორტში არ შემიშვეს და უკრაინაში დამაბრუნეს

მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ევგენი გრუშოვეცი აცხადებს, რომ საქართველოში შესვლაზე ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე უარი უთხრეს და უკრაინაში გააბრუნეს.
 

27 ოქტომბერი, 2021 - 11:04

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების განახლებული სტატისტიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 53 434 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 582 კვლევა ანტიგენის ტესტით და 21 852 PCR ტესტით.

26 ოქტომბერი, 2021 - 17:56

კახა კალაძე - მიხეილ სააკაშვილისთვის შიმშილობა არავის დაუძალებია - საკვებიც არის, პროდუქტებიც არის და შეუძლია მიიღოს

პასუხისმგებლობა პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილს ეკისრება იმიტომ, რომ მისთვის შიმშილობა არავის დაუძალებია, - ასე შეაფასა თბილისის მერმა და მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება, რომლებიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

26 ოქტომბერი, 2021 - 11:59

კიდევ არ ვკარგავ იმედს, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტი გაგრძელდება - გიორგი აბრამიშვილი

„საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აბრამიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ სახელმწიფო "ნამახვანჰესის" ინვესტორ კომპანია ENKA-სთან შეთანხმებას მიაღწევს და პროექტი განხორციელდება. 

26 ოქტომბერი, 2021 - 11:52

დაფიქსირდა თუ არა „დელტა+“-ის მსგავსი, თუმცა, სხვა გენეტიკური ვარიანტის მქონე კორონავირუსის ახალი შტამი საქართველოში? - გამყრელიძის პასუხი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „დელტა+“-ის მსგავსი, თუმცა, სხვა გენეტიკური ვარიანტის მქონე კორონავირუსის ახალი შტამი, ჯერჯერობით, საქართველოში არ დაფიქსირებულა.

26 ოქტომბერი, 2021 - 11:35

საქართველომ ისტორიაში პირველად ევროკომისიის კულტურული მარშრუტების საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

იტალიაში, 2021 წლის 23 ოქტომბერს, ევროპის საბჭოს ეგიდით გამართულ კულტურული მარშრუტების კონკურსზე, ღვინის კომპანია "შუმი" საერთაშორისო უმაღლესი ტიტულის „საუკეთესო არქეობოტანიკური პრაქტიკა ღვინის ტურიზმში“ მფლობელი გახდა.