BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

13 მაისი, 2016 - 11:13

4 თვეში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 8%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2016 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარი ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანამხად წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, მიმდინარე წლის 4 თვეში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 8%-ით გაიზარდა. 

13 მაისი, 2016 - 09:31

გიორგი კვირიკაშვილი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სახელმწიფო მდივანს მაიკლ ფალონს შეხვდა

საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ნატო-ს ვარშავის სამიტი და ორმხრივი თანამშრომლობა, მათ შორის თავდაცვის სფეროში, საუბრის მთავარი თემები იყო.

12 მაისი, 2016 - 15:25

პრემიერი: „დაგეგმილი გვაქვს მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც თვისობრივად შეცვლის საქართველოს საინვესტიციო გარემოს“

„მომავალი წლიდან დაგეგმილი გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც თვისობრივად შეცვლის საქართველოს საინვესტიციო გარემოს და ვფიქრობთ, შედეგად მივიღებთ ეკონომიკური ზრდის ძალიან მნიშვნელოვან დაჩქარებას, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად აისახება სამუშაო ადგილების ზრდაზე“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი EBRD-ის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდას.

12 მაისი, 2016 - 14:38

ლონდონში 2016 წლის ანტიკორუფციული სამიტი გაიხსნა

მსოფლიო ლიდერები ანტიკორუფციულ პოლიტიკასა და კორუფციის აღმოფხვრის მექანიზმებზე მსჯელობენ. ლონდონში 2016 წლის ანტიკორუფციული სამიტი გაიხსნა, რომელსაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი მასპინძლობს.

12 მაისი, 2016 - 09:19

EBRD საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 3,4%-მდე ზრდის

EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მიმდინარე წელს საქართველოში 3,4 პროცენტიან ზრდას პროგნოზირებს.

12 მაისი, 2016 - 09:14

თბილისის ავტობუსების განახლებისთვის 34 მილიონი ევრო გამოიყოფა

ლონდონში, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში საქართველოს მხრიდან მმართველმა, ნოდარ ხადურმა და EBRD-ის პრეზიდენტმა, სერ სუმა ჩაკრაბარტიმ საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის ხელი მოაწერეს სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს.

11 მაისი, 2016 - 12:23

საქართველოს ეროვნული ბანკი ბაზელის კომიტეტში მუშაობას აგრძელებს

საქართველოს ეროვნული ბანკი, ბაზელის საკონსულტაციო ჯგუფის  წევრობის ფარგლებში, ბაზელის ძირითადი კომიტეტის ზედამხედველობის დანერგვის ჯგუფში (Supervision and Implementation Group) მუშაობას აგრძელებს. აღნიშნული ჯგუფი საერთაშორისო საზედამხედველო პოლიტიკაში მოწინავე მიდგომების დანერგვაზე მუშაობს, ხოლო მის მიერ შემუშავებული პრინციპები საერთაშორისო სტანდარტს წარმოადგენს. 

11 მაისი, 2016 - 12:08

ურეკის სანაპირო ზოლი ახალი სპეცტექნიკით დასუფთავდება

ზაფხულის სეზონისთვის  ურეკის კურორტი  ახალი მანქანებით  დასუფთავდება - ურეკი-შეკვეთილის 14 კილომეტრიან სანაპირო ზოლს 3 ახალი თანამედროვე ნაგავმზიდი მოემსახურება.

11 მაისი, 2016 - 11:54

თბილისში დასუფთავების გადასახადის გადახდის წესში ცვლილებები შევიდა

თბილისში დასუფთავების გადასახადის გადახდის წესში ცვლილებები შევიდა. კერძოდ, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის ინიციატივით, „თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-46 დადგენილებაში“ ცვლილება შევიდა.


11 მაისი, 2016 - 11:40

მეწარმეობის განვითარების სააგენტო ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის წარმომადგენლებს მასპინძლობს

მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, სააგენტოს დირექტორის, ანა კვარაცხელიას ხელმძღვანელობით კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (СLDP) ფარგლებში მეწარმეობის განვითარებისთვის სახელმწიფოს ჩართულობასა და ძალისხმევას განიხილავენ.