BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

25 აპრილი, 2016 - 19:47

საქართველოს პრემიერ მინისტრი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

ვაშინგტონში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტს, ჯიმ იონგ კიმს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოსა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის ძირითად საკითხებს და იმ მნიშვნელოვან პროექტებს, რომელსაც საქართველო მსოფლიო ბანკის დახმარებით ახორციელებს.

25 აპრილი, 2016 - 17:26

თურქეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი “TRT” საქართველოს შესახებ გადაცემას ამზადებს

თურქი ჟურნალისტები საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით იმყოფებიან.

25 აპრილი, 2016 - 15:01

თბილისში ავტობუსის 700 ახალი, თანამედროვე მოსაცდელი დამონტაჟდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, მერიამ დედაქალაქის მასშტაბით ავტობუსის მოსაცდელი კონსტრუქციების განთავსების მიზნით 700 ადგილი შეარჩია.

25 აპრილი, 2016 - 13:48

თბილისში 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

თაბუკაშვილის ქუჩაზე 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო,“ART BOUTIQUE HOTEL” გაიხსნა.

25 აპრილი, 2016 - 12:47

თელავის აეროპორტი „მიმინო“ დღეს ოფიციალურად გაიხსნება

დღეს, თელავის აეროპორტი „მიმინო“ ოფიციალურად გაიხსნება და მიენიჭა ქართველი მხედართმთავრის, ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე II-ის სახელი.

25 აპრილი, 2016 - 12:45

კრწანისის რაიონში რამდენიმე სპორტული მოედნის რეაბილიტაცია განხორციელდა

კრწანისის რაიონში რამდენიმე სპორტული მოედნის რეაბილიტაცია და მათი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად კეთილმოწყობა განხორციელდა.

23 აპრილი, 2016 - 12:10

გიორგი კვირიკაშვილი კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ჩუნგ უი ჰვას შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

22 აპრილი, 2016 - 16:16

ნილს სკოტი: „ძალიან მომწონს ახლადმიღებული მთის კანონი, რაც რეგიონებს გამოაცოცხლებს და გააქტიურებს“

„დაწყებულია რეგიონების სრულფასოვანი განვითარება,რაც მიმართულია ფინანსური რესურსების დეცენტრალიზებისაკენ. გარდა ამისა, რეგიონის განვითარება რეგიონის მოსახლეობას მისცემს შესაძლებლობას აქტიურად ჩაერთონ ქვეყნის განვითარების პროცესში, რაც უდაოდ აუცილებელია თავმოყვარე ქვეყნისთვის“, - აცხადებს გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში,ნილს სკოტი.

22 აპრილი, 2016 - 15:53

ლოს-ანჯელესში პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ პრეზენტაციას წამყავნი ამერიკული კინოინდუსტრიის წარმომადგენლები დაესწრნენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტომ ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით აქტიურად დაიწყო ახალი, კინოინდუსტრიის ხელშეწყობის კომპონენტის „გადაიღე საქართველოში“ პოპულარიზაცია.

22 აპრილი, 2016 - 14:04

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ საქართველოს "წითელი ალმის" სტატუსი მოუხსნა

სამოქალაქო ავიაციის სფეროში საქართველომ წარმატებით შეასრულა ყველა საერთაშორისო ვალდებულება, რის შედეგადაც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO)   საქართველოს  "წითელი ალმის" სტატუსი მოუხსნა - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.