BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

2 მაისი, 2020 - 18:16

ამ ეტაპზე საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვების მოხსნა არ განიხილება - ნათია მეზვრიშვილი

ამ ეტაპზე საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვების მოხსნა არ განიხილება, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი სოციალური დისტანციის დაცვის თვალსაზრისით, ყველაზე მეტ საფრთხეს შეიცავს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.  
 
 

2 მაისი, 2020 - 16:54

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა 12.7% სამედიცინო პერსონალია - ამირან გამყრელიძე

"ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა 12.7% სამედიცინო პერსონალია, რაც საშუალო ევროპული მაჩვენებელია"-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
 
 

2 მაისი, 2020 - 15:49

ძალიან გთხოვთ, რომ გამობრძანდებით ხოლმე, ხალხს ნუ დაამშვიდებთ, რომ უკვე ყველაფერი კარგად არის - ამირან გამყრელიძე მარნეულის ადგილობრივ ხელისუფლებას

ძალიან გთხოვთ რა, რომ გამობრძანდებით ხოლმე, ხალხს ნუ დაამშვიდებთ, რომ უკვე ყველაფერი კარგად არის, - ამ სიტყვებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მარნეულის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართა.
 
 

2 მაისი, 2020 - 14:32

ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების ჩამონათვალი, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ფუნქციონირება არ ეზღუდებათ

საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა იმ ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების ჩამონათვალი, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ფუნქციონირება არ ეზღუდებათ.

2 მაისი, 2020 - 13:07

სავალუტო ფონდმა საქართველოს პანდემიასთან საბრძოლველად $200 მლნ-ი გამოუყო

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოს ეკონომიკური პროგრამის მეექვსე მიმოხილვა დაასრულა. 

2 მაისი, 2020 - 11:40

კორონავირუსით გარდაცვლილი მერვე პაციენტი 71 წლის იყო და ბევრი თანმხლები დაავადება ჰქონდა - ლალი ტურძელაძე

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-8 პაციენტი 71 წლის ქალი იყო და ბევრი თანმხლები დაავადება ჰქონდა, - აღნიშნულის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ლალი ტურძელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
 
 

1 მაისი, 2020 - 20:41

საქართველოში კორონავირუსით მე-7 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
 
 

1 მაისი, 2020 - 17:50

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 23 მოქალაქე გამოჯანმრთელდა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსისგან სულ 207 პაციენტი განიკურნა.
 
 

1 მაისი, 2020 - 17:31

სებ-მა ფულის გათეთრების კანონის დარღვევისთვის ბანკ(ებ)ი 726,000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს ეროვნული ბანკის 2019 წლის ანგარიშის მიხედვით (PDF დოკუმენტი) სებ-მა კომერციული ბანკი/ბანკები ფულის გათეთრებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის კანონმდებლობის დარღვევისთვის 726,000 ლარით დააჯარიმა.
 

1 მაისი, 2020 - 16:44

„ოპოზიციას სათქმელი არ დავუტოვეთ“ - ეკონომიკის მინისტრი

ვფიქრობ, რომ ჩვენი ანტიკრიზისული გეგმით და ზოგადად ჩვენი მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებებით, თუ როგორ წარმატებით ვუმკლავდებით კორონავირუსს და როგორ წარმატებით დავიწყეთ ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავება, ბევრი სათქმელი არ დავუტოვეთ ოპოზიციას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ეკონომიკის მხარდამჭერი გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა.