BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

16 მაისი, 2016 - 17:32

სოფელ მუსხში საკვები პროდუქტების საწარმო შეიქმნება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ  შპს „ფრეკოს“  სიმბოლურ ფასად, 1 ლარად  ახალციხის რაიონის სოფელ მუსხში 1386 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობა–ნაგებობა გადასცა.

16 მაისი, 2016 - 16:50

ტურიზმის ადმინისტრაციასა და გიდების ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და საქართველოს გიდების ასოციაციამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

16 მაისი, 2016 - 14:45

საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებების მე-2 რაუნდი გაიმართა

მიმდინარე წლის 9–13 მაისს პეკინში (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებების მე-2 რაუნდი გაიმართა.

16 მაისი, 2016 - 11:46

თბილისს ისრაელის ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმის თემატიკაზე მომუშავე მედიის წარმომადგენლები სტუმრობენ

ღვინის ფესტივალის ფარგლებში ისრაელის ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმის თემატიკაზე მომუშავე სხვადასხვა ჟურნალების, ელექტრონული გამოცემებისა და ბლოგების წარმომადგენლებს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უმასპინძლა. ღვინის ფესტივალზე მედიის წარმომადგენლებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდა. 

16 მაისი, 2016 - 11:40

გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანელ კოლეგას, არტურ რასიზადეს შეხვდა

„პირველ რიგში, მინდა ყველას მივულოცო „ბაქო–სუფსას ენერგეტიკული დერეფნის“   20 წლის იუბილე, რომელიც გახდა  საფუძველი ორი ქვეყნის სტატეგიული პარტნიორობისა“,–ამ სიტყვებით დაიწყო შეხვედრა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  აზერბაიჯანელ კოლეგასთან, არტურ რასიზადესთან.

16 მაისი, 2016 - 11:38

დღეს ახალი კონცეფციით ღვინის მაღაზია და ბარი გაიხსნება

ღვინის მაღაზიისა და ბარის  გაიხსნას  ხელისუფლებისა  და ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრებიან.

16 მაისი, 2016 - 10:09

კერძო სექტორს შესაძლებლობა ეძლევა ცნობიერება აიმაღლონ ფრანჩაიზინგთან დაკავშირებით

ქართული კერძო სექტორისა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ეძლევათ ცნობიერება აიმაღლონ ფრანჩაიზინგთან დაკავშირებით.

16 მაისი, 2016 - 10:05

„გადაიღე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში ავიაკომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე,  ქეთევან ბოჭორიშვილი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი, ანა კვარაცხელია ავიაკომპანიის წარმომადგენლებს კინოინდუსტრიის ხელშეწყობის სახელმწიფო ინიციატივას „გადაიღე საქართველოში“ გააცნობენ.  

14 მაისი, 2016 - 13:51

საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი გაიზარდა

საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის 2016 წლის აპრილის მაჩვენებელი 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, გაზრდილია. 

14 მაისი, 2016 - 09:07

ლონდონში, ბიზნესფორუმი „Georgia Investor Day“ გაიმართა

საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსა და კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლონდონში, ბიზნესფორუმზე Georgia Investor Day.