BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

11 მაისი, 2016 - 09:59

საქართველოს დღეს სავალუტო ფონდის მისია ეწვევა

"საქართველოს დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ეწვევა", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა. 

10 მაისი, 2016 - 18:03

ბაჰრეინის ავიაკომპანია ”Gulf Air” საქართველოს ავიაბაზრით დაინტერესდა

ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ბაჰრეინის ავიაკომპანიის „Gulf Air“-ის წარმომადგენლებსა და ტურიზმის განვითარების დარგში ბაჰრეინის ეკონომიკური საბჭოს წევრს შეხვდა. 

10 მაისი, 2016 - 16:51

იან ჰამაჩეკი: „ჩეხეთი ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მტკიცე მხარდამჭერია“

„ჩეხეთი ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მტკიცე მხარდამჭერია“,–  ამის შესახებ ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე იან ჰამაჩეკმა საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
 

10 მაისი, 2016 - 15:45

სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა  20 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა.

10 მაისი, 2016 - 14:38

საქართველოში პირველად კაიაკინგის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა

ოზურგეთთან ახლოს, მდინარე ბჟუჟზე გამართულ ექსტრემალურ შეჯიბრში 11 ქვეყნის 53 სპორტსმენი მონაწილეობდა. ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართა. 

10 მაისი, 2016 - 09:30

ადგილობრივ ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანია შემოდის

ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კომენტარი გააკეთა „ჰუალინგ ჯგუფის“ მიერ საქართველოში ახალი ავიაკომპანიის რეგისტრაციის თაობაზე. მისი ბაზა საქართველოში იქნება, ეყოლება ადგილობრივი თანამშრომლები და საქართველოდან შეასრულებს რეგულარულ რეისებს როგორც აზიის, ისე ევროპის ქვეყნების მიმართულებით. 

9 მაისი, 2016 - 12:56

დიმიტრი ქუმსიშვილმა: „კიდევ ერთი ტერმინალის ამოქმედების შემდეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 3.5 მილიონი მგზავრის მომსახურებას შეძლებს“

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სამიმოსვლო ბილიკების სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერა, კონტრაქტორი კომპანიებისგან ანგარიში მოისმინა და თბილისის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტის პრეზენტაციას დაესწრო.  

9 მაისი, 2016 - 11:50

ჩინური კორპორაცია საქართველოში რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს

“მსხვილი ჩინური კორპორაცია „ჰუალინგი“ საქართველოში რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს”, - ახალი საინვესტიციო პროექტების შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და კორპორაციის პრეზიდენტმა მი ენჰუამ დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს.

5 მაისი, 2016 - 19:53

ბათუმში, დაბა ხელვაჩაურში სამშენებლო მასალების მწარმოებელი საწარმო შეიქმნება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ  „შპს „თ.ე.მ.ი ქაფბლოკს“  სიმბოლურ ფასად, 1 ლარად ქალაქ ბათუმში, დაბა ხელვაჩაურში 4189.00 კვ.მ. არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და შენობა–ნაგებობა გადასცა.

 

5 მაისი, 2016 - 18:39

სოფელ დვაბზუში მინერალური პროდუქტების მწარმოებელი საწარმო შეიქმნება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ  შპს „ასკანგელ ალიანსს“ სიმბოლურ ფასად, 1 ლარად  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში 30 294 კვ.მ. არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და შენობა–ნაგებობა გადასცა.