BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

3 თებერვალი, 2016 - 14:33

თორნიკე აბულაძე: „ახალი რეგულაციები გარკვეულწილად მშენებლობას გააძვირებს“

„ახალი რეგულაციები გარკვეულწილად  მშენებლობას გააძვირებს, თუმცა დეტალურადაა შესასწავლი რამდენად გაიზრდება ხარჯები“, – განაცხადა საინფორმაციო სააგენტოსთან “Business Time”-თან საუბრისას დეველოპერული კომპანია „არსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე აბულაძემ.

3 თებერვალი, 2016 - 14:05

ამერიკულმა კომპანიამ საქართველოში 5 ტრლნ კუბური მეტრი გაზის მარაგი აღმოაჩინა

ამერიკულმა კომპანიამ Frontera Resources საქართველოში 5 ტრილიონი კუბური მეტრი გაზის მარაგი აღმოაჩინა.

3 თებერვალი, 2016 - 13:45

„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“: „საფონდო ბირჟაზე გასვლის ერთჯერადი ხარჯების ჩამოწერა დადებითი სიგნალია კომპანიებისთვის“

„პარლამენტის გადაწყვეტილება საფონდო ბირჟაზე გასვლის ერთჯერადი ხარჯების ჩამოიწერის შესახებ, ერთგვარი სტიმული იქნება  სხვა კომპანიებისთვისაც, რომ გავიდნენ საფონდო ბირჟაზე“, – განაცხადა „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა გიორგი ნიორაძე საინფორმაციო სააგენო „Business Time”-თან საუბრისას.

3 თებერვალი, 2016 - 13:10

ქართული კომპანია დაკონსერვებული ხორცისა და თევზის წარმოებას იწყებს

„ჩვენ ვიქნებით პირველები საქართველოში, ვინც დაკონსერვებული ხორცისა და თევზის წარმოებას დაიწყებს, ამიტომ დაკონსრევებული თევზისა და ხორცის ქარხანას მშენებლობა უკვე მიმდინარეობს“,– განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა.

3 თებერვალი, 2016 - 12:46

იანვარში ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა ხილისა და ყურძნის პროდუქტებზე

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 0,9% შეადგინა.

2 თებერვალი, 2016 - 20:01

საქართველოში რძის პროდუქტების მწარმოებელი, გლობალური კომპანია „ლაქტალისი“ შემოვიდა

მსოფლიოში რძის პროდუქტების მწარმოებელი ნომერ პირველი, გლობალური კომპანია „ლაქტალისი“ საქართველოში შემოვიდა, - კომპანია,  რომელსაც მსოფლიო მნიშვნელობის უამრავი ბრენდი აქვს, „სანტესთან“ პარტნიორობით, ქართული პროდუქციის ბრენდირებას და როგორც რეგიონულ, ისე - მსოფლიო ბაზარზე მის გატანას გეგმავს.

2 თებერვალი, 2016 - 18:45

მძღოლების გაფიცვის გამო ზუგდიდიდან დედაქალაქისკენ მგზავრობა შეფერხებულია

ამ დროისთვის ბლოკირებულია ზუგდიდის ორივე სადგური, როგორც შპს „ავტოსადგურის“ ტერიტორია, სადაც ახალი სატრანსპორტო კომპანია „მეტრო +“ შევიდა, ისე რკინიგზის სადგურთან მდებარე ავტოსადგური. მძღოლები აქციას მართავენ შპს „ავტოსადგურ“-ის შენობასთან. ისინი „მეტრო+“-ის ქვეყნის შიდა, საქალაქთაშორისო სატრანსპორტო ბაზარზე შესვლას აპროტესტებენ. პერიმეტრს პოლიცია აკონტროლებს.

2 თებერვალი, 2016 - 17:39

იანვარში ტურისტების რიცხვი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,4% გაიზარდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გვარცელებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის იანვრის თვის მონაცემებით საქართველოს 323 159 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,4 %-ით მეტია.

2 თებერვალი, 2016 - 15:07

ზურაბ ლალაზაშვილი: „პარლამენტის გადაწყვეტილება კომპანიებისთვის საფონდო ბირჟაზე გასვლის სტიმული იქნება“

„პარლამენტის გადაწყვეტილება სამართლიანია და საფონდო ბირჟაზე გასვლის ერთგვარ სტიმულს წარმოედგენს“,– ასე შეაფასა BDO-ს  მმართველმა, პარტნიორი და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საბაჟო საგადასახადო კომიტეტის თავმჯდომარემ, ზურაბ ლალაზაშვილმა Business Time-თან საუბარში, პარლამენტის ის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად საგადასახადო კოდექსში ცვლილება შევიდა.

2 თებერვალი, 2016 - 14:39

ირაკლი როსტომაშვილი: „სწორი კანონმდებლობა მისასალმებელია, მაგრამ პრობლემა ხდება კვალიფიციური კადრების სიმცირე“

„მშენებლობის კოდექსის ამოქმედება ძალიან კარგია, თუმცა კვალიფიციური კადრები, რომლებმაც პროცესის მონიტორინგი უნდა განახორციელონ, ძალიან მცირეა თბილისში, რეგიონებში კი თითქმის არ არსებობს“, – ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტოს Business Time-ს „მენაშენეთა ასოცოაციის“ პრეზიდენტმა ირაკლი როსტომაშვილმა განუცხადა.