BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

4 მაისი, 2016 - 13:27

აპრილში საქართველოს წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 17%–ით მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია

„საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა აპრილშიც რეკორდულად გაიზარდა. 2016 წლის აპრილში საქართველოს 462 ათასზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 17 პროცენტით მეტია“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელმაც მედიის წინაშე 2016 წელს ტურიზმის სექტორში არსებული ვითარება შეაფასა. 

4 მაისი, 2016 - 11:42

ირაკლი ქარსელაძე: „თუ ვინმე წარმოადგენს უფრო რეალურ პროექტს, მზად ვართ შეძენილი 29 ჰექტარი უსასყიდლოდ გადავცეთ“

„თუ ვინმე წარმოადგენს უფრო რეალურ პროექტს, მზად ვართ დღეს შეძენილი 29 ჰექტარი უსასყიდლოდ გადავცეთ ამ კომპანიას“,-ამის შესახებ ჟურნალისტებს თანაინვესტირების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ  პრესკონფერენციაზე განაცხადა.

3 მაისი, 2016 - 13:53

ისრაელის წამყვანი ბეჭდური მედიის წარმომადგენლები საქართველოს ეცნობიან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, 8 ჟურნალისტისა და ფოტოგრაფისთვის პრესტური მოეწყო.

 

3 მაისი, 2016 - 12:18

კრწანისი-შინდისის გზის მიმდებარე 29 ჰექტარი მიწის ნაკეთი თანაინვესტირების ფონდმა შეიძინა

თანაინვესტირების ფონდი ადასტურებს, კრწანისი-შინდისის გზის მიმდებარედ არსებული 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთი აუქციონზე თავად შეიძინა. 

3 მაისი, 2016 - 11:14

კრწანისი-შინდისის მშენებარე გზის მიმდებარედ 29 ჰექტარი მიწა 6 326 495 ლარად გაიყიდა

კრწანისი-შინდისის მშენებარე გზის მიმდებარედ 29 ჰექტარი მიწა 6 326 495 ლარად გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა სუბიექტმა მიიღო.

3 მაისი, 2016 - 09:06

აპრილში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით -0,6% შეადგინა

2016 წლის აპრილში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით -0,6 პროცენტი, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით (წლიური ინფლაციის დონე) 3,2 პროცენტი შეადგინა. 

2 მაისი, 2016 - 09:19

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ბანკის მმართველთა საბჭოს ყოველწლიურ შეკრებაში მონაწილეობს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს მხრიდან აზიის განვითარების ბანკის (ADB) მმართველი, ნოდარ ხადური მონაწილეობს ბანკის მმართველთა საბჭოს ყოველწლიურ შეკრებაში, რომელიც გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტში იმართება.

30 აპრილი, 2016 - 08:42

დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „Moody’s“-ის ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობა და მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები განიხილეს საქართველოს ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის შეხვედრაზე საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს „Moody’s“-ის ხელმძღვანელებთან, რომელიც აშშ-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. 

30 აპრილი, 2016 - 08:33

„ვიზა ინტერნეშენალი“: "ელექტრონული გადახდების სისტემაზე გადასვლის შედეგად მსოფლიოს 70 ქვეყანაში მშპ–ის მოცულობა $300 მილიარდით გაიზარდა"

"ვიზა ინტერნეშენალის" –  „მუდი ანალიტიკსის“ 2016 წლის კვლევის შედეგების თანახმად, რომელშიც. გაანალიზებულია ელექტრონული გადახდების გავლენა ეკონომიკის ზრდაზე 70 ქვეყანაში 4-წლიან პერიოდზე (2011-2015). კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ელექტრონული გადახდების პროდუქტების (საკრედიტო, სადებიტო და წინასწარი გადახდის ბარათების) მზარდი გამოყენების შედეგად მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზარდა 296 მილიარდი დოლარით, ხოლო სამომხმარებლო პროდუქტების მოხმარების დონე წელიწადში საშუალოდ -0.18%-ით. 

29 აპრილი, 2016 - 11:56

ეკონომიკის სამინისტრომ ჭონქაძის ქუჩაში მდებარე უძრავი ქონება აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ თბილისში, ჭონქაძის ქუჩა N 21-ში მდებარე ქონება პირობებიან ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა.