BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

26 აპრილი, 2016 - 15:05

მომდევნო 5 წლის განმავლობაში გრძელი მარშრუტების ქსელი შეიქმნება

ტრანსკავკასიური სალაშქრო მარშრუტების განვითარების მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია, ტრანსკავკასიური ბილიკის ასოციაცია და დაცული ტერიტორიების სააგენტო ახალ პროექტს იწყებენ. მომდევნო 5 წლის განმავლობაში გრძელი მარშრუტების ქსელი შეიქმნება, რომელიც მოიცავს მთელ კავკასიას და დააკავშირებს რეგიონის 20-ზე მეტ არსებულ და დაგეგმილ ეროვნულ პარკს. 

26 აპრილი, 2016 - 14:55

„საქაერონავიგაციას“ 12 ახალი ავიამეთვალყურე შეემატა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციას” 12 ახალი ავიამეთვალყურე შეემატა. ახალი თანამშრომლები კომპანიამ გასულ წელს კონკურსის შედეგად შეარჩია და ავიამეთვალყურის პროფესიის შესასწავლად ჩეხეთის საავიაციო უნივერსიტეტში (CANI) გააგზავნა.

26 აპრილი, 2016 - 12:15

დღეიდან “Metro Georgia” რეისებს ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით ყოველდღე შეასრულებს

26 აპრილიდან ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით კომპანია “Metro Georgia” რეისებს ყოველდღე შეასრულებს.

26 აპრილი, 2016 - 11:15

საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 3.0%–ით შემცირდა

საქართველორ ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  მარტში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 0.8 მლრდ ლარით, ანუ 3.0 პროცენტით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.2 პროცენტით) და 24.7  მლრდ ლარი შეადგინა.

26 აპრილი, 2016 - 11:07

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 238.1 მლნ ლარით შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2016 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით 238.1 მლნ ლარით (1.5 პროცენტით) შემცირდა და 2016 წლის პირველი აპრილისათვის 15.9 მლრდ ლარი შეადგინა.

26 აპრილი, 2016 - 11:03

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 2.4% შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2016 წლის პირველი აპრილისათვის 14.3 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 347.8 მლნ ლარით ანუ 2.4 პროცენტით ნაკლებია 

26 აპრილი, 2016 - 09:10

საინვესტიციო კორპორაციას (OPIC) და საპარტნიორო ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

აშშ-ში საქართველოს პრემიერ მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის მთავრობის განვითარების საფინანსო ინსტიტუტს, უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაციას (OPIC)  და საპარტნიორო ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. იგი ითვალისწინებს პროექტების დაფინანსების მიმართულებით საპარტნიორო ფონდისა და „უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაციის“ თანამშრომლობას.

26 აპრილი, 2016 - 09:05

გიორგი კვირიკაშვილი სენატორ ჯონ მაკკეინს შეხვდა

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სენატში სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ ჯონ მაკკეინს შეხვდა.

26 აპრილი, 2016 - 08:56

ევროპარლამენტის კომიტეტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხი პირველი მოსმენით განიხილა. კომიტეტის სხდომაზე, რომელიც გუშინ სტრასბურგში გაიმართა, საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის მინიჭებას ყველა გამომსვლელმა მხარი დაუჭირა.

26 აპრილი, 2016 - 08:52

საერთაშორისო სავალუტო ფონდის სამუშაო ჯგუფი საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის შესასწავლად თბილისში ჩამოვა

„ახლო მომავალში საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის სამუშაო ჯგუფი ეწვევა, რომელიც ადგილზე შეისწავლის საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის განხორციელების გზებსა და საშუალებებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილის, მინ ჟუს შეხვედრაზე აღინიშნა.