BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

20 აპრილი, 2016 - 14:13

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს შორის ფრენებზე ინტერესთა გამოხატვა ცხადდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ იწვევს ყველა დაინტერესებულ ავიაკომპანიას, რომ გამოხატონ ინტერესი რეგულარული ავიარეისების შესრულების თაობაზე თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით. 

20 აპრილი, 2016 - 13:46

ქართული წარმოების პლასტმასის სახურავები უახლოეს მომავალში ექსპორტზე სომხეთსა და აზერბაიჯანში გავა

„სამი თვის წინ გახსნილი ქარხნის „ჯეოკეპის“ ქართული წარმოების პლასტმასის სახურავები ადგილობრივი და საექსპორტო ბაზრის მზარდ მოთხოვნას სრულად პასუხობს. საექსპორტო ხელშეკრულებები ფორმდება სომხეთსა და აზერბაიჯანულ კომპანიებთან. ზაფხულისთვის ექსპორტზე ამ ქვეყნებში გავა“, - განუცხადა „Business Time“-ს კომპანია “ჯეოკეპის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჯამრიშვილმა.

20 აპრილი, 2016 - 13:11

ოთარ დანელიამ სურსათის ეროვნული სააგენტოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის იმერეთის რეგიონული ოფისები დაათვალიერა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ, ქუთაისის მერმა  შოთა მურღულიამ  და იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, პაატა ნადირაძემ სურსათის ეროვნული სააგენტოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის იმერეთის რეგიონული ოფისები დაათვალიერეს, სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ და თანამშრომლებს შეხვდნენ.

20 აპრილი, 2016 - 11:38

ჰიბრიდული მამქანებისთვის 1 მაისიდან საგადასახადო შეღავათები ამოქმედდება

„საუბარია 0-დან 6 წლამდე ჰიბრიდულ ავტომობილებზე, რომელთაც გაუნახევრდებათ აქციზის ფასი. ჩვენი ინიციატივა იყო ყველა სახის ჰიბრიდულ ავტომობილებზე შეღავათების დაწესება, თუმცა პარლამენტმა მხოლოდ 6 წლამდე მანქანებზე მიიღო გადაწვეტილება“, - ამის შესახებ „Business Time“-ს კანონპროექტის ინიციატორი, პარლამენტარი გიორგი ცაგარეიშვილი ესაუბრა.

19 აპრილი, 2016 - 16:34

დიმიტრი ქუმსიშვილი: „სარეკონსტრუქციო სამუშაოები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გეგმა-გრაფიკით მიმდინარეობს“

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სამიმოსვლო ბილიკების სარეაბილიტაციო სამუშაოები კიდევ ერთხელ დაათვალიერა.

19 აპრილი, 2016 - 15:32

ევროკომისია სრულად უჭერს მხარს საქართველოს მოსახლეობისთვის უპირობო ვიზალიბერალიზაციას

„ევროკომისია სრულად უჭერს მხარს საქართველოს მოსახლეობისთვის უპირობო ვიზალიბერალიზაციას“, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.

19 აპრილი, 2016 - 13:24

ეროს რამაზოტის, რობი უილიამსის, GROOVE SONI-ის, MAROON 5-ის და ხოსე კარერასის ჰონორარმა 11,166,639 ლარი შეადგინა

საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმა, ეროს რამაზოტის, რობი უილიამსის, GROOVE SONI-ის, MAROON 5-ის და ხოსე კარერასის ჰონორარმა 11,166,639 ლარი შეადგინა.

19 აპრილი, 2016 - 10:49

საქართველოს მთავრობასა და ჩინეთს უმსხვილესი საფინანსო კორპორაციის ICBC-ს შორის თანამშრომლობიოს მემორანდუმი გაფორმდება

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის უმსხვილესი საფინანსო კორპორაციის ICBC-ისა და ჩინეთის სახელმწიფო კომპანიის China Tianchen Engineering Corporation–ის წარმომადგენლები მიიღო.

19 აპრილი, 2016 - 09:50

თბილისში, აღმოსავლეთ ევროპაში პირველი „მოქსის" ბრენდის სასტუმროს მშენებლობა დაიწყო

თბილისში, ზაარბრიუკენის მოედანზე აღმოსავლეთ ევროპაში პირველი „მოქსის" (MOXY) ბრენდის სასტუმროს მშენებლობა დაიწყო. მშენებლობის დაწყების ღონისძიებას საქართველოს პრემიერ მინისტრი დაესწრო.

18 აპრილი, 2016 - 14:43

გიორგი კვირიკაშილი: „საქართველო ერთ-ერთი მიმზიდველი ქვეყნის სტატუსს არათუ შეინარჩუნებს, არამედ ამ კუთხით მის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება „

„ვფიქრობ, რომ საქართველო ერთ-ერთი მიმზიდველი ქვეყნის სტატუსს არათუ შეინარჩუნებს, არამედ ამ კუთხით  საქართველოს მიმართ ინტერესი უფრო გაიზრდება“, –ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.