BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

18 ოქტომბერი, 2021 - 16:30

კოლინ პაუელი კორონავირუსის გართულებებისგან გარდაიცვალა

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი 84 წლის ასაკში, კორონავირუსის გართულებებისგან გარდაიცვალა.

18 ოქტომბერი, 2021 - 16:16

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 14:49 საათზე, დედოფლისწყაროდან სამხრეთ-დასავლელით 30 კმ - ში მოხდა.
 

18 ოქტომბერი, 2021 - 14:29

კახა კალაძე - მოდით არჩევნებზე და ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ ბოლშევიზმი, ბოროტება, სიძულვილი და სიცრუე

დღეს, თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში ვრცლად ისაუბრა, მოქალაქეებს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდა. 
 

18 ოქტომბერი, 2021 - 14:02

„ნამახვანის“ პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, დაყოვნება არ იქნება კარგი ქვეყნისთვის - თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, „ნამახვანჰესის“ პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხელისუფლების ამოცანაა, ქვეყანაში ელექტროენერგიის მომატებული მოხმარება საკუთარი წყაროებით იფარებოდეს.

18 ოქტომბერი, 2021 - 13:54

მიმდინარეობს ეკონომიკის აღდგენა და უკვე აღდგენასაც გაცდა - ნათია თურნავა

მიმდინარეობს ეკონომიკის აღდგენა და უკვე აღდგენასაც გაცდა, ეს არის აბსოლუტური ზრდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შედეგ ბრიფინგზე განაცხადა.

18 ოქტომბერი, 2021 - 13:14

მივესალმები ცალკეული ბიზნესის ინიციატივებს გახდნენ თვითონ ე.წ. მწვანე სტატუსის მატარებელი - ნათია თურნავა

როგორც საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, აუცრელი პირები ევროპის რამდენიმე ქვეყანაში რესტორნებში, სასტუმროებში და სავაჭრო ცენტრებში ვეღარ შედიან. 
 

18 ოქტომბერი, 2021 - 12:15

42 გარდაცვლილი და 2 479 ინფიცირებული - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსის 2 479 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2374 პირი. 
 
 

18 ოქტომბერი, 2021 - 11:52

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა დამატებით კიდევ რომელ უბნებში ამოქმედდება? - მერიის განმარტება

თბილისის მასშტაბით, 2022-2023 წლებში, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა, სავარაუდოდ, კიდევ 5-7 ლოკაციაზე დაინერგება.
 

18 ოქტომბერი, 2021 - 11:45

„ეკოვუდმა“ საერთაშორისო გამოფენა „Caucasus Build 2021“-ში მიიღო მონაწილეობა

როგორც საინფორმაციო სააგენტო Business Time-ს კომპანიაში განუცხადეს, კომპანიამ  15-17 ოქტომბერს გამართულ საერთაშორისო გამოფენა "Caucasus Build 2021"-ში მიიღო მონაწილეობა. 

18 ოქტომბერი, 2021 - 11:39

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით უფასოდ მოსახლეობის რომელი კატეგორია აიცრება? - განმარტება

პედაგოგები, ბაღის აღმზრდელები და 60 წელს ზემოთ მოქალაქეები გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით უფასოდ აიცრებიან.