BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

7 აგვისტო, 2020 - 12:34

ქეთი მელუა აჭარაში ვიდეოკლიპებს იღებს

პოპულარული ქართველი მომღერლის ქეთი მელუას ახალი სიმღერებისთვის ვიდეოგადაღებები ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ბათუმის ბულვარში, სარფისა და ციხისძირის სანაპირო ზოლსა და სოფელ მერისში ხუთი დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს. 
 
 

7 აგვისტო, 2020 - 12:15

„აშკარა ხდება რომ მარეგულირებელი კომისია და „ეფესბე“ სრულ ჰარმონიაში არიან“ - გიგა ბედინეიშვილი

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბიზნესსკოლის დეკანი გიგა ბედინეიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე „სომხური-სპუტნიკის“ მიერ გავრცელებულ სტატიას, სათაურით „რა ემუქრება სომხეთს „Caucasus Online“-ის აქციების ბაქოსთვის მიყიდვით“ ეხმაურება და წერს, რომ ვიღაცას შეიძლება ეს ბოდვა ეგონოს, მაგრამ სპუტნიკი სინამდვილეში „ეფესბეს“ რუპორია.
 
 

7 აგვისტო, 2020 - 11:32

ლინას ლინკევიჩუსი: გრძელდება საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია და მცოცავი ანექსია

საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიიდან მე-12 წლისთავს ტვიტერზე ეხმაურება ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.
 
 

7 აგვისტო, 2020 - 11:22

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ბრალდებით 3 პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ბრალდებით 3 პირი დააკავეს.
 
 

7 აგვისტო, 2020 - 10:39

ნათია თურნავა: „აწარმოე საქართველოში“ გაფართოებული ინდუსტრიული კომპონენტით 22-მა საწარმომ ისარგებლა, რომელიც დამატებით 3 400-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს

„ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ბიზნესის დახმარება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი“, - ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

7 აგვისტო, 2020 - 10:35

7 ინფიცირებული, 7 გამოჯანმრთელებული - კორონავირუსის სტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1213-მდე გაიზარდა.

6 აგვისტო, 2020 - 20:07

„აზზატო“: „კორონავირუსმა ქართული ბიზნესი ახალ რეალობასთან შეაგუა“

რა გავლენა იქონია კორონავირუსმა ნამცხვრის სახლ "აზზატოს" საქმიანობაზე, რა მდგომარეობაა დღეს ბაზარზე და ვირუსის მეორე ტალხის განმეორობისას, ბიზნესი რამდენად შეძლებს მოგერიებას? საინფორმაციო სააგენტო “Business Time”-ის კითხვებს ნამცხვრის სახლ "აზზატოს" მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თაკო შეროზია  პასუხობს.
 

6 აგვისტო, 2020 - 19:22

„მშობლები ბავშვზე გამოყოფილი 200 ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაციის გავლას 15 აგვისტოდან შეძლებენ“ - ეკატერინე ტიკარაძე

იმ შემთხვევაში თუ მშობელი არ შეავსებს განაცხადს ეს იმის ნიშანი იქნება, რომ მშობელი კომპენსაციის მიღებაზე უარს აცხადებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ  განაცხადა. 
 
 

6 აგვისტო, 2020 - 18:41

„ქვეყნის საშინაო და საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის არაეფექტიანობას „დახმარებების“ პოლიტიკა ვერასდროს გადაფარავს“ - რატი აბულაძე

ეკონომიკის დოქტორი რატი აბულაძე საინფორმაციო სააგენტო “Business Time”-თან საუბარში აღნიშნავს, რომ ფულით დახმარება და შემწეობა მოკლევადიან პერიოდში მოსახლეობის ყოფას შეამსუბუქებს, თუმცა გრძელვადიან პერიოდში იმედდაკარგული გარემოზე გავლენას ვერ მოახდენს. 

6 აგვისტო, 2020 - 13:37

„ფრონტერას“ 84 ყოფილ თანამშრომელს საქართველოს მთავრობა ერთჯერადად 1200 ლარს გადასცემს - ეკონომიკის მინისტრი

„ფრონტერას“ 84 ყოფილ თანამშრომელს საქართველოს მთავრობა ერთჯერადად 1200 ლარს გადასცემს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.