BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

21 ოქტომბერი, 2020 - 12:38

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი - სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები დღეს, თბილისის დროით, 12:03 საათზე, თბილისიდან 54კმ-ში, სოფელ უისეიქენდში დაფიქსირდა.
 
 

21 ოქტომბერი, 2020 - 11:56

კორონავირუსით გარდაცვლილი 14 პირიდან ერთი 30 წლამდე ასაკისაა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გარდაცვლილი 14 პირიდან ერთი 30 წლამდე ასაკისაა.
 
 

21 ოქტომბერი, 2020 - 11:50

„თუ აპოკალიფსი იქნება, ამის შესახებ გამოვალთ და ამ ტრიბუნიდან ვიტყვით” - ნათია მეზვრიშვილი

პირველივე დღიდან მთავრობა იყო უპრეცედენტოდ გამჭვირვალე, დამერწუმენთ, თუ აპოკალიფსი იქნება, გამოვალთ და ამ ტრიბუნიდან ვიტყვით, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
 
 

21 ოქტომბერი, 2020 - 11:46

დღეიდან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სხვა ქვეყნიდან ჩამოვლენ და გავლილი ექნებათ PCR ტესტირება, კარანტინის ნაცვლად, თვითიზოლაციაში გადავლენ

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, დღეიდან, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სხვა ქვეყნიდან ჩამოვლენ და გავლილი ექნებათ PCR ტესტირება, კარანტინის ნაცვლად, თვითიზოლაციაში გადავლენ. 

21 ოქტომბერი, 2020 - 11:41

სოსო ფხაკაძე: კერძო სექტორმა პრემიერს ორი მოთხოვნით მიმართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, კერძო სექტორმა პრემიერს ორი მოთხოვნით მიმართა. 

21 ოქტომბერი, 2020 - 11:25

რა შემთხვევაში უნდა დავრეკოთ 144-ზე და რა შემთხვევაში 112-ზე? – განმარტება

ერთიან სამთავრობო ცხელ ხაზზე, 144-ზე ვრეკავთ მაშინ, როდესაც გვაინტერესებს ინფორმაცია მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება შეზღუდვების დაწესებას, ან მოხსნას.
 
 

21 ოქტომბერი, 2020 - 11:16

Colliers: COVID-19-ის ეკონომიკური შოკის შედეგად, ბათუმში უძრავი ქონების ფასები შემცირდა

უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Colliers-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, COVID-19-ის ეკონომიკური შოკის შედეგად, ბათუმში უძრავი ქონების ფასები შემცირდა. 
 
 

21 ოქტომბერი, 2020 - 11:12

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 1351 ადამიანი დაინფიცირდა

კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 1351-ით, 21,208-მდე გაიზარდა. 

21 ოქტომბერი, 2020 - 11:08

საქართველოში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 14 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს.
 
 

21 ოქტომბერი, 2020 - 10:53

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა. კლინიკის ინფორმაციით, ასაკოვანი ქალი და მამაკაცი მართვით სუნთქვაზე იყვნენ და მათი მდგომარეობა მძიმე იყო.