BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

22 თებერვალი, 2016 - 16:57

22-24 თებერვალს „ექსტენციის ეროვნული ფორუმი“ გაიმართება

სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტის ,,ექსტენციის და საკონსულტაციო მომსახურების გაძლიერება საქართველოში“ (SEAS) ორგანიზებით, 22-24 თებერვალს  „ექსტენციის ეროვნული ფორუმი“ იმართება. ფორუმის მიზანია ექსტენციის და საკონსულტაციო მომსახურების პოლიტიკის და სტრატეგიის დაგეგმვასა და შემუშავებაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერა. ეს ხელს შეუწყობს  საქართველოში  სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის გაუმჯობესებას და ფერმერების განათლების ამაღლებას.

22 თებერვალი, 2016 - 15:01

თევსაშენი „ცისარტყელის“ ხელმძღვანელობა სახელმწიფოსაგან თევზის საკვების ხარისხზე მონიტორინგის გამკაცრებას ითხოვს

გორში მდებარე თევსაშენ „ცისარტყელის“ ხელმძღვანელი ივანე მაჭარაშვილი სახელმწიფოსაგან თევზის საკვების ხარისხზე მონიტორინგის გამკაცრებას ითხოვს. მისი თქმით, ბოლო პერიოდში ქვეყანაში აქტიურად შემოედინება უხარისხო საკვები, რომლის მოხმარება თევზის მეწარმეებს ფინანსურად აზარალებს.

22 თებერვალი, 2016 - 12:51

„კოოპერატივი „ქულბაქი“: “ჩვენს სათევზეს, აგროტურიზმის ფარგლებში ქართველი და უცხოელი ტურისტები ხშირად სტუმრობენ“

„ჩვენმა კოოპერატივმა დაფინანსება ევროპის სამეზობლო პროგრამა-სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათის (ENPARD) პროექტის საგრანტო კონკურსის ფარგლებში მოიპოვა. წელიწადში 25-30 ტონამდე ცისარტყელა კალმახსა და ამდენივე ტბის თევზს ვაწარმოებთ“, – ამის შესახებ “Business Time”-ს კოოპერატივი „ქულბაქი“–ს დირექტორმა გიორგი გასვიანმა განუცხადა.

21 თებერვალი, 2016 - 13:32

პრემიერი: "თეთნულდი“ აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი იქნება“

"დღეს თეთნულდზე ფუნქციონირენს ერთი სათხილამურო ტრასა, ჩვენ ვგეგმავთ, წლის ბოლომდე კიდევ სამი საბაგირო გზა შევიდეს ექსპლუატაციაში. ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაში“,– ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კურორტ "თეთნულდში" საბაგირო გზის გახსნისას განაცხადა.

20 თებერვალი, 2016 - 18:14

გიორგი კვირიკაშვილი: „მეფუტკრეობის აღორძინება და ქართული თაფლის ევროპულ ბაზარზე გასვლა ჩვენი მთავარი ამოცანაა“

„მეფუტკრეობის აღორძინება და ქართული თაფლის ევროპულ ბაზარზე გასვლა ჩვენი მთავარი ამოცანაა“,- ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდში მეფუტკრეებთან შეხვედრისას განაცხადა.

20 თებერვალი, 2016 - 14:30

რუხის საზოგადოებრივი ცენტრი 22 თებერვლიდან დაიწყებს მუშაობას

რეგიონებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა გრძელდება. სოფლის საჭიროებებზე მორგებული ინოვაციური კონცეფციის ბრენდი- რიგით 31-ე რუხის საზოგადოებრივი ცენტრი დღეს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაათვალიერა.

20 თებერვალი, 2016 - 14:02

ზუგდიდში UEFA სტანდარტების სტადიონის მშენებლობა დაიწყო

ზუგდიდში, უეფას III კატეგორიის შესაბამისი სტანდარტების სტადიონის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობას, კაფსულის ჩადებით, საფუძველი საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩაუყარა.

20 თებერვალი, 2016 - 13:15

რუხში მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი გაზაფხულზე დაიწყებს ფუნქციონირებას

რუხის მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი გაზაფხულზე დაიწყებს ფუნქციონირებას. ევროპული სტანდარტების მქონე ცენტრი დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაათვალიერა.

19 თებერვალი, 2016 - 17:41

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თეთრ სიაში მოხვედრის ახალი წესი 1 მარტიდან ამოქმედდება

„ახალი წესის მიხედვით, ცვლილება ეხება თავად 1 000 000 ლარის ბრუნვის თემას, კერძოდ, მიმწოდებელს თეთრ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის დღისთვის უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში უნდა ჰქონდეს არანაკლებ 1 000 000 ლარის საერთო ბრუნვა, მაგრამ წლის განმავლობაში სულ მცირე 200 000“,– ამის შესახებ „Business Time“-ს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საზოგდოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ეკა გაბადაძემ განუცხადა.

19 თებერვალი, 2016 - 17:40

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატამ Hi-Tech-ის სფეროში პირველი სტარტაპის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატამ და ისრაელის სახლმა საქართველოში Hi-Tech-ის სფეროში პირველი სტარტაპის პრეზენტაციას უმასპინძლეს.