BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

14 ოქტომბერი, 2021 - 13:57

ნათია თურნავამ და ლევან დავითაშვილმა ეკოტურიზმის სტრატეგიას მოაწერეს ხელი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ეკოტურიზმის სტრატეგიას ხელი მოაწერეს.

14 ოქტომბერი, 2021 - 12:46

ბათუმში, კორპუსი, რომლის სადარბაზოც ჩამოინგრა, სრულ დემონტაჟს დაექვემდებარება

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსი, რომლის სადარბაზოც ჩამოინგრა, სრულ დემონტაჟს დაექვემდებარება,- ამის შესახებ ბათუმის მერიაში აცხადებენ.

14 ოქტომბერი, 2021 - 11:29

ვინ მიიღებს მიკრობანკის ლიცენზიას და რა პირობით? - განმარტება

საქართველოში დღეს რეგისტრირებულ 15 კომერციულ ბანკს, სავარაუდოდ უკვე მომავალი წლიდან, ახალი კატეგორიის საბანკო დაწესებულებები შეუერთდებიან. ამის შესაძლებლობას, ცენტრალური ბანკის მიერ „მიკრობანკების შესახებ“ მომზადებული კანონპროექტი იძლევა.

14 ოქტომბერი, 2021 - 11:25

ეკატერინე ტიკარაძეი: მიხეილ სააკაშვილის დასტურის შემდეგ მულტიფუნქციური ჯგუფი მუშაობას დაიწყებს

პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, განსაკუთრებით როდესაც საქმე შეეხება ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, კონფიდენციალურია. ჩვენ არ გვაქვს უფლება ამ საკითხთან დაკავშირებით ვისაუბროთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

14 ოქტომბერი, 2021 - 10:52

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4212 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 38 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 52 620 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 545 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 075 PCR ტესტით.

13 ოქტომბერი, 2021 - 16:44

იანვარ-სექტემბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10 009.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 009.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 22.3 პროცენტით მეტია.
 

13 ოქტომბერი, 2021 - 14:42

როცა დადგა საკითხი, რომ ევროკავშირის სესხს შეიძლება რაღაც პრობლემა ჰქონოდა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და უარი ვთქვით სესხზე - გიორგი კაკაურიძე

როდესაც დადგა საკითხი, რომ ევროკავშირის სესხს შეიძლება რაღაც პრობლემა ჰქონოდა, შესაბამისად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და უარი ვთქვით ისეთ სესხზე, რომელზეც არსებობდა რისკი, რომ არ ჩამოირიცხებოდა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ.

13 ოქტომბერი, 2021 - 11:36

თბილისის მერია 67 ნაგავმზიდისა და 7 ქუჩის მექანიკური დამგველ მანქანას შეიძენს

თბილისის მერის განცხადებით, ნარჩენების მართვის პროგრამით გათვალისწინებული 9 მლნ ევროს ღირებულების ტენდერში, რომელიც 67 ნაგავმზიდისა და 7 ქუჩის მექანიკური დამგველი მანქანის შეძენას მოიცავს, გამარჯვებული კომპანიები გამოვლინდნენ.

13 ოქტომბერი, 2021 - 10:59

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4837 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 26 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 49 386 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 217 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 169 PCR ტესტით.

12 ოქტომბერი, 2021 - 19:44

აცრილ პირებს „ბუსტერ“ დოზის გარდა, ვაქცინის დამატებითი დოზების გაკეთებაც შეეძლებათ - გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, სრულად აცრილ პირებს ბუსტერ დოზების გარდა, „ფაიზერის“ ვაქცინის დამატებითი დოზის გაკეთება შეეძლებათ.